კინცუგი დამსხვრეული ნივთების ოსტატურად გამთელების/შეკეთების ხელოვნებაა, რომელსაც საუკუნეებია, იაპონურ კულტურაში დიდი ადგილი უჭირავს. სწორედ ხელოვნების ეს ფორმა გახდა ხელოვან Victor Solomon-ისთვის ინსპირაცია, კალათბურთის მოედანი იარების გამთელების და გაერთიანების ადგილად გარდაექმნა. მან ეს ნამუშევარი კალათბურთის თამაშების დაბრუნებას მიუძღვნა, რომლებიც პანდემიის პერიოდში პირველად წინა კვირას ჩატარდა. კალათბურთელებმა იზოლაციაში საკმაოდ გრძელი და რთული პერიოდი გადაიტანეს, ხოლო ეს მოედანი კი სწორედ ამ სირთულეების მოშუშებას და ახალი ძალებით დაბრუნებას ეძღვნება.