in

Kirin ელექტრო კოვზს უშვებს

კონცეფცია არ გეგონოთ, იაპონური სასმელების გიგანტი Kirin Holdings ელექტრო კოვზის გაყიდვას მალე დაიწყებს. მკვლევრები კი ამტკიცებენ, რომ იგი ჯანსაღად კვებაში დაგვეხმარება, რასაც მარილიანი გემოებიდან დამატებითი ნატრიუმის ამოღებით მოახერხებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკვებს მეტად მარილიანს გახდის ისე, რომ რეალურად არაფერს დაამატებს. თანაც პროდუქტმა გასულ წელს Ig Nobel Prize მოიგო!

კოვზი პლასტმასისა და მეტალისგანაა დამზადებული, 60 გრამს იწონის და დამუხტვადი ლითიუმის ბატარეა აქვს. მის განვითარებაზე კი პროფესორმა ჰომეი მიაშიტამ იმუშავა, რომელმაც მანამდე გემოს გამაძლიერებელი ეფექტი აჩვენა ელექტრო ჩხირების პროტოტიპში. ეფექტი კოვზიდან სუსტი ელექტრო ველის გავლით მუშაობს, რათა ნატრიუმის იონის მოლეკულების კონცენტრირება შეძლოს ენაზე და საკვების აღქმული მარილიანობა გააძლიეროს. 

კომპანიის თქმით, აღნიშნული ტექნოლოგია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იაპონიისთვის, სადაც საშუალოდ მოზარდი დღეში 10 გრამ მარილს მოიხმარს — ორჯერ მეტია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციაზე. ნატრიუმის ჭარბად მიღება კი მაღალი წნევების სიხშირეს, ინსულტისა და სხვა მსგავსი დაავადებების გახშირებას შეგვიძლია, დავუკავშიროთ.

იაპონიის კვების კულტურა მარილიან გემოებს ანიჭებს უპირატესობას, მათთვის რთულია მარილის ოდენობის შემცირება, რადგან ჭამის ამგვარ ჩვევას არიან შეჩვეულნი, ეს კი სწორედ ის არის, რამაც მსგავსი ელექტრო კოვზის გამოგონებისკენ გვიბიძგა, — აცხადებს აი სატო, Kirin-ის მკვლევარი. 

ამ თვეში Kirin მხოლოდ 200 Electric Salt Spoons-ს გაყიდის, ფასი კი 127 დოლარი იქნება. თუმცა მომავალში ფიქრობენ, რომ 5 წელში 1 მილიონ მომხმარებლამდე მიაღწევენ…

Monzo ფულის მართვის სტრესს პოზიტიურ ემოციებად გარდაქმნის

როგორ გავასუფთაოთ OneDrive-ის მეხსიერება?