ჩვენთვის KISS კი ჯინ სიმონსის, პოლ სტენლის, ერიკ სინგერისა და ტომი თეიერის სახელებით არის ცნობილი, თუმცა არა იმ ჰოლოგრაფიულ შოუში, რომლითაც End of The Road World Tour დაასრულეს. თავად კულისებისკენ გადაინაცვლეს და სცენა თავიანთ ავატარებს Demon-ს, Starchild-ს, Catman-სა და Spaceman-ს დაუთმეს. კოლოსალურ ფიგურებს, რომლებიც LED ეკრანის, ლაზერების, მძიმე მეტალისა და პიროტექნიკის კომბინაციით სამგანზომილებიან, იმაზე ბევრად დიდ ფიგურებად იქცნენ, ვიდრე ცხოვრებაში არიან. აი, მაგალითად Demon 2.4 მეტრი სიმაღლისაა, რომელსაც ფრთებიც შეესხა…
ამგვარად, KISS ლიცენზირებულ ინტელექტუალურ საკუთრებად იქცა. ავატარებს კი მულტისამყაროებსა თუ მეტავერსში ხეტიალიც შეუძლიათ… სწორედ Industrial Light & Magic-ის (ILM) წყალობით, რომელიც Star Wars-ისა და Jurassic World-ით, ავატარებისა და სხვა ვიზუალური ფანტაზიების გაცოცხლებით გახდა ცნობილი კინემატოგრაფიულ სამყაროში.
„ეს საშუალებას გაძლევთ, ბენდის ფიზიკურიდან ციფრულ სამყაროში გადასვლას ადევნოთ თვალი. ჩვენ გვსურს მივანიშნოთ გულშემატკივრებს, როგორი ფორმები შეიძლება მიიღოს ამ ჯგუფმა მომავალში“, — განმარტავს გრეიდი კოფერი, ILM-დან.
ტექნოლოგიებისა და სანახაობის საზღვრები KISS-მა უკვე კარგა ხანია, რაც გაარღვია. ადრეული წლები სავსე იყო ცეცხლის შთანთქმელი ბასისტებით, გიტარისტებით… ახლახან კი ჯგუფმა VR კონცერტის გამოცდილებაზე ჩაატარა ექსპერიმენტი. თანაც KISS ნამდვილად არ მორცხვობს ფულის გამომუშავებისას, ბენდი იმითაც კია ცნობილი, რომ ყველაფერს ყიდის, დაწყებული კომიქსებიდან, დამთავრებული კუბოებით…
გასულ ზაფხულში კი დააანონსეს, რომ KISS თავის ფინალურ კონცერტს ისე გააგრძელებდა, რომ ამას ვერც კი წარმოვიდგენდით — კერძოდ, ახალი ადამიანების ნაცვლად, ბენდი გულშემატკივრებს ავატარებს შესთავაზებდა. ხოლო ის, თუ სად გამოჩნდება ეს ავატარები შემდგომში ან როგორ მოხდება მათი მონეტიზაცია, ამას დრო გვაჩვენებს. Pophouse კი, რომელიც ძველი ბენდების მუსიკალურ კატალოგების შესყიდვაზე მუშაობს, რათა მათში ინტერესი ახალი შემოქმედებითი გზებით გააღვიძოს, ტიერი კუპს KISS-ის ავატარის შოუს შემოქმედებით ხელმძღვანელად გვთავაზობს. ბენდის წევრებთან და ILM-სთან მუშაობით, KISS live შოუებში შეიძლება გამოჩნდეს ისევე, როგორც Roblox-სა და Fortnite-ში.
„ტურის შემდეგ ვაპირებთ, გავარკვიოთ, ეს KISS-ის კონცერტია მომავალში? ეს როკოპერაა? მიუზიკლია? ამბავი თუ თავგადასავალი? ამ ოთხ ინდივიდს უკვე აქვს სუპერძალები. ჩვენ კი გვსურს, რაც შეიძლება გამჭვირვალე ვიყოთ“, — განმარტავს სანდინი.
შაბათის ღამის ავატარები ILM-ში შეიქმნა, მაგრამ საინტერესოა აქ ვიხილავთ თუ არა პიტერ ქრისს და ეის ფრეილის, ბენდის დამფუძნებელ დრამერსა და წამყვან გიტარისტს? ან, შესაძლოა თუ არა, KISS-ის მომავალი ავატარები სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდნენ? — ამ კითხვებზე სანდინის საინტერესო პასუხი აქვს: „რა თქმა უნდა, თუ Spiderman-ს აქვს უამრავი ინკარნაცია, რატომ არ შეიძლება, ასე Spaceman-ის შემთხვევაშიც მოხდეს?!“.
„ჩვენ შეგვიძლია სამუდამოდ ახალგაზრდები დავრჩეთ იმ ადგილებში წასვლით, სადაც აქამდე ვერც კი ვიოცნებებდით. ტექნოლოგია პოლს საშუალებას მისცემს, იმაზე მაღლა ახტეს, ვიდრე ოდესმე და მე მოუთმენლად ველი ამას. თანაც არაფერი ეტკინება! მომავალი გასაოცარია და თუ ფიქრობთ, რომ თავიდან მოგვიშორებთ, ვშიშობ, ეს არ მოხდება“, — განმარტავს ჯინ სიმონსი.