რამდენჯერ გაგჩენიათ სურვილი კოცნის გაგზავნის, სმაილის არა, ნამდვილი კოცნის. ახალი ტექნოლოგიების დამსახურებით, კილომეტრებით დაშორებულ საყვარელ ადამიანს შეგიძლიათ პერსონალური კოცნა გადაუგზავნოთ, რის გამოც მადლობა Burberry-ს და Google-ს.
მათი ახალი პროგრამა თქვენს ტუჩებს ციფრულ ანაბეჭდს უკეთებს და შემდეგ მითითებულ mail-ზე აგზავნის. http://kisses.burberry.com საიტზე შესვლა უფასოა, არანაირი რეკლამა და არც ონლაინ მაღაზია არ მოქმედებს, მხოლოდ კოცნის სკანერი და Burberry-ს ტუჩსაცხის 5 ტონალობის არჩევის ფუნქცია.
Burberry-ს კრეატიული დირექტორის განცხადებით მათი მთავარი მიზანი ვირტუალური სამყაროსთვის მეტი რომანტიკის და ადამიანური სითბოს დამატება იყო, რომელსაც ჩვეულებრივი სმაილები უკვე ვეღარ ახერხებენ. სმაილი ერთნაირია ყველასთვის, ხოლო Burberry Kisses პერსონალური.