in

Kit-Kat-ის რეკლამაში ოფისის თანამშრომელი საქმეების მაგნიტად იქცა

BOG
BOG

თუ თქვენთანაც სამსახურის შესვენების დროს იჩენს ყველა საქმე თავს ისე, რომ შესვენებასაც არ გაცლიან ნორმალურად, მაშინ: Have a Break, Have a Kit-Kat. ჩვენც გეთანხმებით, სათქმელად უფრო მარტივია, მაგრამ ახლა ბრენდს სურს, ამ სლოგანის რეალური მნიშვნელობა გამოგაცდევინოთ.

Have a Break, Have a Kit-Kat პირველად 50-იან წლებში გაჟღერდა და მას შემდეგ საკმაოდ ხშირად გვესმის. თუმცა ახლა ბრენდმა გადაწყვიტა, მისი რეალური არსი გამოგვაცდევინოს და გვაჩვენოს, რას ნიშნავს ნამდვილი შესვენება. ამგვარად, ახალი სარეკლამო კამპანიისთვისაც შემდეგი გზავნილი აქვთ — Break Better.

Kit-Kat-ის კამპანიაში ოფისის თანამშრომელს ვხედავთ, რომელიც სამუშაო მაგიდიდან თავის დაღწევას ცდილობს. ამასობაში კი ადამიანი-მაგნიტი ხდება, რომელიც ყველაფერს იკრავს, რამაც ნამდვილ დასვენებაში შეიძლება, შეუშალოს ხელი, იქნება ეს ჩანაწერები, კომპიუტერები, დაფა თუ უცბად გასაკეთებელი საქმეები… 

კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო VML UK-მ იმუშავა. 

YouTube-ის ახალი ხელსაწყოებით გაიგებთ, როდის გამოიყენებს AI თქვენს ხმასა და სახეს

მიზეზები, თუ რატომ ირჩევენ პაციენტები „რიხტერის კლინიკას”