in ,

Kit Kat-ის პირველი გასართობი “კარცერ-ლუქსი” მეცადინეობით გადაღლილი სტუდენტებისთვის

როდესაც ფინალურები ახლოვდება, მთელი წლის მასალა კი ერთბაშად გაქვს სასწავლი, მთელ დროს ბიბლიოთეკაში წიგნებთან ატარებ. თავში კი მხოლოდ ის გიტრიალებს: რა კარგი იქნებოდა ახლა, თუნდაც ხუთწუთიანი კარგი დასვენება. ნურას უკაცრავად, ბიბლიოთეკაში ხმაური არ შეიძლება,ზედმეტ მოძრაობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. არაუშავს, უგემრიელეს Kit Kat–ს,  როგორც ყოველთვის, შესვენებასთან და განტვირთვასთან დაკავშირებით, არაჩვეულებრივი გამოსავალი აქვს.

 

https://www.youtube.com/watch?v=X5GKmwZbbFE

 

პატარა, საყვარელი, შემინული და რაც მთავარია, ხმაგაუმტარი ოთახი შუაგულ ბიბლიოთეკაში.

დაიღალე კითხვისგან, ენერგიის ამოფრქვევა და განტვირთვა გჭირდება? Kit Kat–ის ოთახი შენს განკარგულებაშია. თუ გინდა დრამებზე “იყარე ჯავრი” ან მაგიდის ფეხბურთი ითამაშე, ან სულაც, მუსიკა ბოლო ხმაზე ჩართე და იცეკვე. ხმაურით არავის შეაწუხებ.

მოკლედ, მოიწყვე კარგი დასვენება, განტვირთე გონება და ახალი შემართებით გააგრძელე სწავლა Kit Kat–თან ერთად.

ბიჭუნა, რომელსაც სხეულში რონალდოს სული ჩაუსახლდა – Nike–ის რეკლამა

Facebook-ს ფოტოს 360 გრადუსის რეჟიმით გაზიარების ფუნქცია დაემატა