მსოფლიო საკვებისა და ნარჩენების გონივრულად მოხმარებაზე ფიქრობს, თუმცა მაინც ისე ხდება ხოლმე, რომ არ ვიცით, სად წავიღოთ მორჩენილი პროდუქტები. ვერც ვიფიქრებთ, რა გავაკეთოთ და არაგონივრული მოხმარებისკენ მივექანებით. როცა მაცივარი სავსეა პროდუქტებით, მარტივია თუნდაც ინსტაგრამზე რაღაც რეცეპტის მოძიება და მომზადება, მაგრამ სამზარეულო ხომ იმპროვიზაციების სივრცეა, რომელშიც ხშირად გვიწევს იმაზე ფიქრი, თუ რა გავაკეთოთ მორჩენილი პროდუქტებისგან.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში კი MIT-ში შექმნილი Kitchen Cosmo ხელოვნური ინტელექტით დაგეხმარებათ — წითელი რეტრო სტილის მოწყობილობაა, რომლის წინაც თქვენ ხელთ არსებული ინგრედიენტები უნდა მოათავსოთ, კამერით ამოიცნობს მათ და მალევე იდეალურ რეცეპტს ამოგიპრინტავთ — სულ ეს არის.













