in

Kitchen & Living by Gastronome უკვე გაიხსნა – როგორი იყო მათი კომუნიკაცია?

​​ცოტა ხნის წინ ვაშა-ფშაველას 22-ში თბილისისთვის სრულიად ახალი კონცეფციის მქონე შოურუმი გაიხსნა. Kitchen & Living – ასე ჰქვია ადგილს, სადაც სამზარეულოსთვის საჭირო ყველა ნივთს შეხვდებით: დეკორი, აქსესუარები, მოწყობილობები, ტექნიკა და ა.შ თუმცა, ეს მხოლოდ გაყიდვის ობიექტი როდია – Kitchen & Living სრულიად გამორჩეული ესთეტიკის შოურუმია და მისი ინტერიერი მაქსიმალურადაა მორგებული პროდუქტს, რომელსაც ის მომხმარებელს სთავაზობს.

Kitchen & Living გასტრონომის გუნდისა და ანანო ბაქრაძის პარტნიორობით შეიქმნა. მოხდა ისე, რომ ორივე მხარე სკანდინავიური დიზაინის სიყვარულმა გააერთიანა და გადაწყვიტეს, რომ თბილისისთვის ერთი გამორჩეული დიზაინისა და პროდუქციის შოურუმი შეემატებინათ.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ძალიან საინტერესო სივრცის გახსნას საინტერესო შესავალიც ჰქონდა. ეს ამბავი მთელმა ქალაქმა ქუჩის პოსტერებიდან შეიტყო.

“ყოველთვის, როცა დავდიოდი საზღვარგარეთ, სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში ხშირად ვხვდებოდი ხოლმე მოდის სახლების პოსტერებს. ევროპული მოდის სახლების თუ დიზაინ სტუდიების ქუჩის პოსტერები ნამდვილად გვხვდება დროებით კედლებზე. ჩვენც მხოლოდ ეს ფორმა გამოვიყენეთ პოსტერების წარმოსაჩენად,” – ანანო ბაქრაძე.

და მართლაც, Kitchen & Living-ის პოსტერები ნამდვილად ამ სტილშია შესრულებული და ისინი პირდაპირ, მკაფიოდ და ძალიან დახვეწილად გვთავაზობენ ახალი ინფორმაციის მიღებას – რომ თბილისში სრულიად ახლებური კონცეფციის მქონე სრულიად ახალი სივრცე გაიხსნა.

“შოურუმის ოფიციალური სახელია კიჩენ ენდ ლივინგ, მაგრამ  არსებობს მისი კონცეფცია Kitchen & ( better) Living, რომელიც ვიზუალურადაც გვხვდება შოურუმის ბრენდინგში. კონცეფცია better, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს, რომ შოურუმში ყველაფერია, რაც უკეთესს გახდის და უკეთესად წარმოაჩენს განათებას, სერვირებას, საჭმლის მომზადებას – ამ ყველაფერს მოიცავს თავის თავში უკეთესი ცხოვრება ანუ better living, რაც უაშუალო კონცეფციაც და, ამავე დროს, სახელიც არის ჩვენი შოურუმისთვის.”

ბეტმენმა სუპერძალები Oreo-სთან გააერთიანა და ასეთი რამ გამოვიდა

Ikea-მ დეკორაციების ახალი კოლექცია 3D ტექნოლოგიით შექმნა