ყვითელი თუ ვარდისფერი? წლის ფერად KitchenAid ენერგიით სავსე ვარდისფერს ასახელებს:
„როცა Hibiscus-ის ყვავილი ყვავის, ის ნექტრის წყალობით პეპლებს, ჭრიჭინებსა და კოლიბრებს იზიდავს, საერთო ინტერესმა კი მართლაც შეიძლება გააერთიანოს ცხოვრების ყველა სფერო. ეს ფენომენი ენერგიული 2023 წლის ფერი Hibiscus-ით არის შთაგონებული. იგი კრეატიულ გაცვლას წარმოგვიდგენს, რომელსაც შემქმნელებსა და სამზარეულოში ჩატარებულ ექსპერიმენტებს შორის ვხედავთ“, — განმარტავს დაგ სორალსი, KitchenAid-ის გენერალური მენეჯერი.
ელფერი, გასულ წელთან შედარებით, მეტად ინტენსიურია, მიზნად კი მზარეულების შთაგონებას ისახავს, რათა სამზარეულოში მეტი ექსპერიმენტები ჩაატარონ. თუმცა ვაღიაროთ, რომ ეს ფერი დღეს არსებულ Barbie-ს ტრენდსაც მშვენივრად შეეფერება. იმასაც გვეუბნებიან, რომ KitchenAid ვარდისფრის ევოლუციას 2017 წლიდან მიჰყვება:
„დაწყებული Millennial Pink-იდან და გაგრძელებული უფრო სიღრმისეული ტონებით, ვარდისფერს მისი ენერგიითა და ფერით სიმამაცე შემოაქვს ცხოვრებაში. ჩვენ ეს ჰიბისკუსის შესაქმნელ ნაპერწკლად მივიღეთ, ეს არის ფერი, რომელიც რაღაც განსაკუთრებულამდე მიგვიყვანს“, — აცხადებს ბრიტნი პერტიჯისი, KitchenAid-ის დიზაინერი.
წელს კი ამ ფერებს Artisan Stand Mixer-სა და K400 Blender-ზე იხილავთ. მეტიც, დიზაინში ახალ სიტყვას ამბობენ — KitchenAid შემოქმედებით ხელმძღვანელ მარტა დელ რიოსთან ერთად ავანგარდულ ჩაცმულობებს გვთავაზობს: