in

KitKat გვთხოვს, ხელოვნურ ინტელექტსაც მივცეთ შესვენების საშუალება

BOG
BOG

Have a break, have a Kitkat-ის შესახებ ყველამ ვიცით, ახლა კი ეს გზავნილი ხელოვნურ ინტელექტზეც ვრცელდება… უკვე 85 წელზე მეტია, რაც KitKat ადამიანების შესვენების მნიშვნელობაზე საუბრობს და ახლა AI-ს მხარს სწორედ ამ მიზნით უჭერს. ვიდეოში ბრენდი გვაჩვენებს, როგორ მივყავართ AI ბრძანებების გაცემის დროს შესვენებებს უკეთეს შედეგებამდე: 

შთაგონება კი Google Deepmind-ის კვლევა გახლდათ, რომელიც ამბობს, რომ თუ ხელოვნურ ინტელექტს მოთხოვნიდან მოთხოვნამდე ამოსუნთქვის საშუალებას მისცემთ, ეს უკეთეს პასუხებამდე მიგიყვანთ. ფრაზა, როგორიცაა: ღრმად ჩაისუნთქე და იმუშავე ამ პრობლემაზე ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა… ამიტომ, KitKat ახლა მომხმარებლებს მოუწოდებს, მხოლოდ თავად კი არ დაისვენონ, არამედ ამის შანსი AI ხელსაწყოებსაც მისცენ. გამოიყენონ ფრაზა: Have A Break… შემდგომ კი სასურველი კითხვაც დასვან.

თაობა ზეტზე მორგებული 3 ტრენდი მარკეტერებისთვის

ნახეთ: აი ვეივეიმ ავტოპორტრეტის შესაქმნელად ლეგოს კუბიკები გამოიყენა