Have a Break, Have a KitKat ხომ გახსოვთ? მართალია, პირველად სარეკლამო სააგენტო J Walter Thompson-ის მიერ 1958 წელს გაჟღერდა, მაგრამ შესვენებისთვის ერთ კარგ ვარიანტს დღემდე ნამდვილად გვთავაზობს… შოკოლადი რომ მეხსიერებისთვის კარგია, ალბათ, ესეც ხშირად გსმენიათ და პაროლების დავიწყებაც არ უნდა იყოს თქვენთვის უცხო…
KitKat-ის ახალი კამპანია ამჯერად ადამიანებს მიუთითებს, რომ ტექნიკურ საკითხებს მათი დღის გაფუჭების საშუალება არ მისცენ. პაროლების აღსადგენად უცნაურ კითხვებზე პასუხებს რომ ვწერთ, ხომ გახსოვთ? ეს კამპანია სწორედ მსგავს იმედგაცრუებებს ეძღვნება. თუმცა საკმაოდ უცნაურია, რომ ამ რეალობას იმ ეპოქით წარმოადგენს, როცა ჩვენთვის კარგად ცნობილი ციფრული პაროლები არ არსებობდა, რეკლამაში პაროლს რომელიმე ვებგვერდზე შესასვლელად კი არ ითხოვენ, არამედ კარიბჭის გასაღებად…
„დღევანდელ სწრაფ სამყაროში, ჩვენ ვაწყდებით მუდმივ მოთხოვნებს, რომ გავაკეთოთ უფრო მეტი და მეტი, რის გამოც შესვენება ახლა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ამ კამპანიით ადამიანებს ვაძლევთ სტიმულს, თავი დააღწიონ ტექნოლოგიურ იმედგაცრუებებს, ერთი წუთით დაფიქრდნენ და განახლებული პერსპექტივით დაბრუნდნენ. და, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი გზა განტვირთვისთვის KitKat-ია!“, — აცხადებს სტეფანი სკეილსი, KitKat-ის უფროსი ბრენდ-მენეჯერი.
ასე რომ, Have a Break? Have a KitKat!