ბრენდის პოზიციონირების “Have break, have a KitKat”-ის დაბრუნებით, “Blink Break” კონკურსი მოთამაშეების გართობას ისახავს მიზნად. უფრო კონკრეტულად, კომპანიას სურს, Gen Z აუდიტორიის ჩართულობა მეტად გაზარდოს და მომხმარებლები კრეატიული გზით წაახალისოს.
ინტერაქციული თამაში MediaPipe-ის მიერ მხარდაჭერილი Face Mesh ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა. ეს უკანასკნელი კამერას მანქანური სწავლების გამოყენების საშუალებას აძლევს, რათა ამოიცნოს და აღმოაჩინოს, როდის ახამხამებს ადამიანი თვალებს. ყოველ ტურში მოთამაშეები სხვადასხვა ცხოველს შეეჯიბრებიან, სირთულის მიხედვით.
„KitKat ცნობილია როგორც ბრენდი, რომელიც 1957 წლიდან მოუწოდებს ხალხს შესვენებისკენ. და ეს კამპანია აჩვენებს ციფრული მკვიდრთა მთელ თაობას, თუ რა სარგებელი მოაქვს შესვენებას, მათთვის ერთ-ერთ ყველაზე რელევანტურ კონტექსტში“, — ამბობს ვაელ ჯაბი, გლობალური სტრატეგიული მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
Need a distraction? 👀 We’ve got just the thing! Have a break and take on the #KITKAT Blink Challenge, our challengers are waiting! 🍫 #HaveABreak
👉 https://t.co/MmVUX9WjqF pic.twitter.com/wecgnlN3GM
— KITKAT (@KITKAT) May 30, 2022
პოლ შირერმა, Wunderman Thompson-ის გლობალურმა კრეატიულმა დირექტორმა, დასძინა: „AI ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც თვალის დახამხამებაში რეაგირებს, მოულოდნელი ნაბიჯია KitKat-ისთვის. იგი ბრენდს ლეგენდარული პოზიციონირების დემონსტრირების საშუალებას აძლევს, ახალი და შესაბამისი აუდიტორიისთვის“.