ამ განახლებით სურთ, თანამედროვე იერი შეიძინონ და ნოსტალგიური შარმიც შეინარჩუნონ, შესასაბისად, KitKat-ის ახალი ლოგო ახლა მეტად პრიალა რეტრო ესთეტიკით გვხვდება, მკვეთრი კუთხეები და ჩრდილები აქვს, რითაც რაღაც ახალსა და ნაცნობს ერთდროულად გვთავაზობენ.
ადრე თუ ფონად სქელ ყვითელ ოვალურ წრეს ვხედავდით ან თეთრ ფონს, ახლა მხოლოდ წვრილი ხაზი დაგვიტოვეს. თუ დააკვირდებით, ასოებიც უფრო ახლოს არის ერთმანეთთან:
თუმცა ცრუ მოლოდინებიც არ უნდა შევიქმნათ, რადგან ამბობენ, რომ ამ სახით ბრენდი ექსკლუზიურად მხოლოდ ამერიკის ბაზარზე გამოჩნდება. მართალია, ძალიან მცირე ცვლილებებია, მაგრამ ეს მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს არ შეეხება… ასე რომ, ჩვენ კვლავ მხოლოდ ერთი ვარიანტი გვაქვს — Have a break, have a KitKat!