12
Nov
2019

ჩუმი მფრინავი მანქანა Heaviside, რომელიც, ერთ დამუხტვაზე, 160 კილომეტრს ფარავს

12 Nov 2019

veon
veon


მფრინავი მანქანების სტარტაპმა Kitty Hawk მესამე ელექტრომობილი წარადგინა. ეს არის მფრინავი მანქანა, სახელად Heaviside, რომელიც ერთ დამუხტვაზე 160 კილომეტრს ფარავს და თითქმის უხმოდ დაფრინავს. Kitty Hawk-ის მესამე გამოშვება ერთადგილიანია, შეუძლია ადგილიდან ვერტიკალურად აფრინდეს. კომპანიის თქმით, მანქანის ელექტროპროპულსიის სისტემა, მომცრო პროპორციები და აეროდინამიკური ფორმა არის ის, რაც მას, ვერტმფრენთან შედარებით, 100-ჯერ ჩუმს ხდის.

ფრენისას Heaviside 38 დეციბალს გამოსცემს, რაც დაახლოებით, იგივე ხმაა, რაც ბიბლიოთეკაში წიგნის ფურცვლა.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხომალდში მხოლოდ ერთი ადამიანის ადგილია. შეზღუდვებთან ერთად, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი მინიშნებაც კომპანიის მხრიდან. მინიშნება იმაზე, თუ როგორი წარმოუდგენიათ მომავლის მობილობა Heaviside-ის შემქმნელებს. ეს წარმოდგენა შესაძლოა პერსონალური მფრინავ ტაქსებს უკავშირდებოდეს, რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდება.

 

განხილვა