in

ჰონგ-კონგის რეკლამის დედოფალი – კიტი ლუნი Ad Black Sea 2019-ზე

ქართულ საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე, Ad Black Sea, წელს სპიკერი ჩინური კრეატიული ინდუსტრიიდანაც არის მოწვეული. კიტი ლუნი – ეს სახელი ჩინეთის სარეკლამო ინდუსტრიაში კარგად იციან. 19-21 სექტემბერს კი, ბათუმში, Ad Black Sea-ს დელეგატებს გაუზიარებს გამოცდილებას, თუ როგორ შევქმნათ იდეები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით რეალიზდება.

კიტი ჰონგ-კონგში დაიბადა. სარეკლამო სფეროს ჯერ ბაპტისტთა უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ კი, მაგისტრატურაზე ჩააბარა სირაკუზის უნივერსიტეტში, ნიუ-იორკის შტატში. ის ძალიან ბეჯითი მოსწავლე იყო და მოხვდა SU Newhouse-ის საკომუნიკაციო სკოლის 50 საუკეთესო სტუდენტს შორის, რომელიც სკოლას 50 წლის მანძილზე ჰყოლია. ასევე, მოხვდა საკომუნიკაციო სკოლა HKBU-ის 40 წლიანი ისტორიის გამორჩეულ 40 კურსდამთავრებულს შორის.

კიტიმ კარიერა, Leo Burnett-ში, კოპირაიტერობით დაიწყო და შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით, კრეატიულ განყოფილებაშიც მოხვდა. მოგვიანებით, არაერთ საერთაშორისო სააგენტოს ჩაუდგა სათავეში. მან იმუშავა McCann-ში, Euro RSCG-ში, Arnold-სა და Lowe-ში. მას ერთდროულად აქვს მართვისა და კრეატიული მუშაობის ნიჭი, რაც არაერთმა ნამუშევარმაც დაადასტურა.

90-იანებში, საჯარო სექტორის სარეკლამო სფეროში მუშაობისას, ეფექტიანი საქმიანობის გამო, მას ჰონგ-კონგის საჯარო სექტორის რეკლამის დედოფალი უწოდეს.

10 წლის განმავლობაში, კიტი ხელმძღვანელობდა სააგენტოს Lowe China. სააგენტოში მან სერიოზულ წარმატებას მიაჭრია. მისი დამსახურებით, Lowe ჩინეთის ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი კომპანია გახდა 2014-2015 წლებში. გლობალურ დონეზე კი, სააგენტო 30-ე ადგილს იკავებდა (Gunn Report-ის მიხედვით). 2016 წლიდან, ის Facebook-ს შეუერთდა, Creative Shop-ის ხელმძღვანელად.

2011 წელს, კიტი კანის ლომების მთავარი ფორუმის ორგანიზატორი იყო და თავადვე მასპინძლობდა. AdAge-მ ის ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დამსახურებულ კრეატორად დაასახელა 2013 წელს. კიტი ორჯერ იყო კანის ლომების ჟიურის წევრი, 2015 და 2019 წლებში.

2013 წელს, კიტიმ გამოუშვა ავტობიოგრაფია “რეკლამა ტუჩსაცხის გარეშე”.

„არაკომპეტენტურ ფინანსურ მრჩეველს ვგავარ?“

ავტონომიური სკუტერი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს თქვენი მარშრუტების სასწავლად იყენებს