in

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოტოკონკურსი “KIU Photo Contest” იწყება!

ნათელა გრიგალაშვილის ფოტო

bog
bog-mob

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ფოტოკონკურსი „KIU PHOTO CONTEST“ დაიწყო.

მისი მიზანია საქართველოში ფოტოგრაფიის, როგორც თანამედროვე ხელოვნების დარგის განვითარება და ახალგაზრდა ფოტოგრაფების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა, მხარდაჭერა,  გაძლიერება.

„წლევანდელი კონკურსის თემაა საქართველო ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები.  მონაწილეები თავისუფალნი არიან თემის ინტერპრეტაციაში, კრეატიულ მიდგომასა და ნამუშევრის ესთეტიკაში“.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე ასაკის მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს (მოქალაქეებს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს).

ანკა გუჯაბიძის ფოტო

კონკურსის ჟიურის წევრები ფოტოგრაფიის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიონალები არიან:

  • ტომას დვორჟაკი – ფოტოგრაფი, ფოტო სააგენტო MAGNUM PHOTOS ყოფილი პრეზიდენტი
  • მერიენ გოლონი – Washington Post-ის ფოტოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი
  • ალესია გლავიანო – Vogue Italia-ს მთავარი ფოტორედაქტორი
  • აზუ ნვაგბოგუ – African Artists’ Foundation (AAF)-სა და LagosPhoto Festival-ის დამფუძნებელი და დირექტორი
  • ნათელა გრიგალაშვილი – დამოუკიდებელი ფოტოდოკუმენტალისტი და ფოტოჟურნალისტი

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 31 იანვარი. გამარჯვებულთა ვინაობა 2021 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.

კონკურსის კატეგორიები და ჯილდოები

კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია, როგორც დასრულებული, ისე მიმდინარე ფოტო პროექტების გამოგზავნა. ფოტო სერიები შეიძლება იყოს ნებისმიერი ჟანრიდან – დოკუმენტური, კონცეპტუალური, რეპორტაჟი.

კონკურსანტებმა უნდა მიუთითონ თუ რომელ კატეგორიაში იღებენ მონაწილეობას.

ფოტო კონკურსის კატეგორიებია:

  • პროფესიონალ ფოტოგრაფთა კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალ ფოტოგრაფებს. თითოეულ მონაწილეს მხოლოდ ერთი ფოტო სერიის გამოგზავნის უფლება აქვს
  • მოყვარულ ფოტოგრაფთა კატეგორიაში, მხოლოდ მოყვარულებს. თითოეულ მონაწილეს მხოლოდ ერთი ფოტო სერიის გამოგზავნის უფლება აქვს
  • ერთი კადრის კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს. ამ კატეგორიაში თითოეულ მონაწილეს მაქსიმუმ სამი ინდივიდუალური ფოტოს გამოგზავნის უფლება აქვს

კონკურსანტს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ერთზე მეტ კატეგორიაში – მოყვარულთა და ერთი კადრი ან პროფესიონალთა და ერთი კადრი.

ნათელა გრიგალაშვილის ფოტო

კონკურსის პრიზები

პრიზები პროფესიონალ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის:
I ადგილი – 10 000 ლარი
II ადგილი – 7 000 ლარი
III ადგილი – 4 000 ლარი

პრიზები მოყვარულ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის:
I ადგილი – 7 000 ლარი
II ადგილი – 5 000 ლარი
III ადგილი – 3 000 ლარი

პრიზები ერთი კადრის კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეებისთვის:
I ადგილი – 3 000 ლარი
II ადგილი – 2 000 ლარი
III ადგილი – 1 000 ლარი

„დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ კონკურსის ვებგვერდს, ან დაგვიკავშირდით:   [email protected], ტელ.: 595 59 60 30“.

 

[R]

Google-ის ახალი მოდელი – “მოქნილი სამუშაო კვირა”

„პუტინს ორჯერ ვუთხარი…“ – მსოფლიო ლიდერები „კრემლის პროპაგანდისტულ საინფორმაციო სააგენტოზე“