გაიცანით უკვე კივი, პერსონაჟი, რომელიც „ონლაინ“ შოპინგის პროცესს ბევრად უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდის?
[fbvideo link=”https://www.facebook.com/watch/?v=3480224275365664″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
kiwipost.ge უკვე სამი წელია, ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას – დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკიდან საქართველოში და საქართველოდან – დიდ ბრიტანეთში.
ანდრი ჭანტურია – kiwipost.ge – აღმასრულებელი დირექტორი: „კომპანიის მთავარი ღირებულება მისი მომხმარებელია. Kiwipost.ge თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალური დამოკიდებულებითა და მუდამ მათ კმაყოფილებაზე ზრუნვით გამოირჩევა.”
სოფი ივანიშვილი – WINDFOR’S-ის კოპირაიტერი : „სწორედ მომხმარებლის კმაყოფილებაზე ფიქრისას მივაგენით დაკვირვებას – „ონლაინ“ შოპინგისას, ყველაზე მოსაწყენი, ნერვების მომშლელი პერიოდი ამანათის ლოდინის პროცესია. ამ დროს, დღეში რამდენჯერმეც კი შეიძლება, შეამოწმო შენი ამანათის ლოკაცია და სტატუსი.

ასე შეიქმნა კივი – ჩიტი, რომელსაც ფრთები არ აქვს. ამიტომ თითოეული ამანათის ჩამოსატანად ათასგვარ ხერხს იგონებს და უამრავ თავგადასავალში ეხვევა. რაც მთავარია, kiwipost.ge-ზე ამანათის შეკვეთის დღიდან, ჩამოსვლის დღემდე, მომხმარებელს კივი, ვებ ბანერების სახით, „აედევნება“ და მათი ამანათის სტატუსებს შეატყობინებს – სტანდარტული ბანერების ნაცვლად, კამპანიის ფარგლებში, kiwipost.ge-ის მომხმარებელს ინდივიდუალური, ფუნქციონალური და ამავდროულად სახალისო ვებ ბანერები შეხვდება”.
კივის თავგადასავლების ნახვა კომპანიის სოციალური მედიის გვერდებზეცაა შესაძლებელი. სახალისო პერსონაჟის გარდა, კივისთან სხვა სიახლეებიცაა.
kiwipost.ge-ზე რეგისტრაციის შემდეგ, შეგიძლიათ, მეგობრებიც მოიწვიოთ. თითოეული მოწვევა 10%-იანი ფასდაკლებაა ჩამოტანაზე. ჯამში კი თითოეულ ჩამოტანაზე 50%-მდე ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ – BLACK FRIDAY და ახალი წელი კარზეა მომდგარი.

[R]











