in

როცა ვარჯიშს ბრძოლად აღვიქვამთ — სახალისო რეკლამა

„აირჩიე ბედნიერება“ — ამ სლოგანით შთააგონებს ფიტნესის ბრენდი Kiwi თავის მომხმარებლებს, რომ ვარჯიში ნაკლებ სტრესული გახადონ. კამპანია უახლეს კვლევას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, ზეტ თაობის წარმომადგენლების 64% ჯანსაღი ცხოვრების ამგვარ ფორმაზე უარს ამბობს.

BOG

სიუჟეტის მთავარ გმირს ემის ჯილდოს მფლობელი ბრეტ გოლდსტაინი წარმოადგენს, რომლის ვარჯიშის ფორმაც საკუთარ თავთან ბრძოლას უფრო მოგვაგონებს… ეს არის სარკაზმითა და ირონიით სავსე სცენარი, სადაც მსახიობი სრული სიზუსტით ასახავს ზოგიერთ ჩვენგანში მიმდინარე სტრესს, როცა ვარჯიშზე ვფიქრობთ — თითქოს, ყველაზე რთულ დავალებად გვესახება და თითოეული ნაბიჯი დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

საბოლოოდ, ამგვარ მიდგომას თავადვე დასცინიან და ალტერნატიულ ვერსიას წარმოგვიდგენენ, სადაც ფიტნესით დაკავება სიამოვნების მომტანია.

ლიბერთი განათლებისთვის, განათლება თავისუფლებისთვის      

Tether Operations Limited-მა, ქართული ფინანსური ბაზრის გაძლიერების მიზნით, სამთავრებო სტრუქტურებთან შეხვედრები გამართა და მემორანდუმი გააფორმა