in

დიდი ტრანსფორმაცია! KiwiPost.ge-ს განახლებული სერვისი და პლატფორმა

KiwiPost-ის, როგორც გადამზიდი კომპანიის ისტორია, სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც ჩამოყალიბდა იდეა ინგლისიდან საქართველოში პირადი გზავნილების ტრანსპორტირების პროცესი გაემარტივებინათ. კომპანიის მიზანი იყო, შეეთავაზებინა მარტივი, ხელმისაწვდომი და სწრაფი სერვისი ინგლისში მცხოვრები მომხმარებლებისთვის. როგორც კომპანიაში აფასებენ, ორი წლის განმავლობაში KiwiPost-მა კონკურენტული სერვისი შექმნა:

“მიუხედავად ბაზარზე არსებული დიდი კონკურენციისა, ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც გამოირჩეოდა ყველა სხვა კომპანიისგან სწორედ მომსახურების ხარისხით, რამაც საბოლოოდ დაგვარწმუნა იმაში, რომ მოცემული ხარისხის შენარჩუნების და მის გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნვის შემთხვევაში, ჩვენ შეგვეძლო უფრო ამბიციური გეგმებიც დაგვესახა.”

ხოლო შემდეგ, გასული ერთი წლის განმავლობაში, სრულიად გადაფასდა სერვისი – დაემატა ახალი სერვისები და მიმართულებები, ტრანსფორმირდა პლატფორმაც და მომსახურებაც, მთლიანობაში, ცვლილებები განიცადა ტექნიკურმა და საოპერაციო ნაწილმაც. ცვლილებების მთავარი მიზანი სერვისის სრულყოფა და ტექნიკურად განვითარება იყო, რას მომხმარებელთან უფრო ახლო და აქტიური კომუნიკაციის დამყარებისა და კომპანიისადმი ნდობის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორი გახდებოდა. სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ანდრი ჭანტურია გვესაუბრა:

M: გასული წლის განმავლობაში, Kiwi Post-ის სერვისმა სიღრმისეული ტრანსფორმაცია განიცადა. გვიამბეთ, როგორ მიხვედით ცვლილების ძირითად აქცენტებამდე? 

პირველ ეტაპზე, გადმოვიტანეთ სრული ყურადღება საქართველოში მცხოვრებ მომხმარებელზე და დავიწყეთ მათი საჭიროებების, პრიორიტეტების, ჩვევებისა და მოთხოვნილებების შესწავლა, რის საფუძველზეც გადავწყვიტეთ

ანდრი ჭანტურია

შეგვეთავაზებინა ის მომსახურებები, რომლებსაც ისინი უკვე ანიჭებდნენ უპირატესობას. დავიწყეთ ონლაინ შოპინგის მიმართულებით მომსახურების დახვეწა და შემდგომ დავამატეთ ამერიკიდან საქართველოში ამანათების ტრანსპორტირების სერვისიც. რა თქმა უნდა, ეს დიდ გამოწვევას წარმოადგენდა, რადგან ბაზარი კიდევ უფრო კონკურენტული იყო, ვიდრე ინგლისის შემთხვევაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, გვეპოვა ის ძირითადი განმასხვავებელი რამ, რის გამოც მომხმარებელი მიანიჭებდა უპირატესობას KiwiPost-ს. ერთი წლის მანძილზე ჩვენი გუნდი დაუღალავად შრომობდა იმისათვის, რომ კომპანია ჩამოგვეყალიბებინა სანდო, პოზიტიური, მზრუნველი და მაქსიმალურად ხარისხიანი სერვისისა და რეპუტაციის მქონედ.

M: როგორ შეაფასებთ ტრანსფორმაციის შედეგს?

ერთი წლის მანძილზე მოვახდინეთ მისი სრული ტრანსფორმაცია, რაც მოიაზრებდა განახლებულ ბრენდინგს, პროგრამულ თუ ტექნიკურ განვითარებას, ახალი სერვისების ინტეგრაციას, განახლებულ სერვის-ცენტრს, კორპორატიული მიმართულების ჩამოყალიბებას, საკურიერო მომსახურების უზრუნველყოფას, თანამშრომლობებს, როგორიცაა მაგალითად KiwiPost-ისა და სტარტაპერის ერთობლივი პროდუქტი „კივი ფოსტა სტარტაპერისთვის“ რაც დამწყები ბიზნესებისთვის ამანათების ტრანსპორტირების სერვისს უფრო ხელმისაწვდომს და კომფორტულს ხდის, თუმცა ყველა მოცემული მიმართულების განვითარებას ვერ ექნებოდა ის შედეგი, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, რომ არა უდიდესი ძალისხმევა გაწეული მომხმარებელთან ჯანსაღი, სწრაფი, აქტიური და ეფექტური კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად, რის გამოც მომხმარებელი არჩევანს სწორედ KiwiPost-ზე აჩერებს.

სერვისების განვითარების, დახვეწისა და გაუმჯობესების პროცესი, რა თქმა უნდა, გრძელდება და ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მომხმარებლების სურვილები და საჭიროებები ყველა ეტაპზე. სწორედ აქედან გამომდინარე ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლეს განახლებული სამომხმარებლო ექაუნთის სახით, რომლის შექმნისას ვეცადეთ გაგვეთვალისწინებინა ყველა რჩევა, თხოვნა თუ რეკომენდაცია, რაც მიგვიღია ამ სამი წლის მანძილზე. განახლებული ექაუნთიც დახვეწის პროცესშია და ამ ეტაპზეც აუცილებლად გავითვალისწინებთ რჩევებს და სამომავლოდაც ბევრ სასიამოვნო სიახლეს შემოგთავაზებთ.

KiwiPost-ის ექაუნთის ცვლილებაზე UI/UX დიზაინერმა ლაშა ახვლედიანმა იმუშავა. ამ მიმართულებაზე სწორედ ის გვესაუბრა.

M: რა იყო თქვენი მთავარი მიზანი და ამოცანა?

ლაშა ახვლედიანი

კომპანიას სურდა მომხმარებლის ექაუნთის განახლება და ეძებდნენ უკეთეს გადაწყვეტას. ჩემთვის თემატიკა საინტერესო იყო და ძალიან მოკლე ვადაში შევთანხმდით თანამშრომლობაზე. ბევრი ძიებისა და დაკვირვებების შედეგად მივიღეთ განახლებული მომხმარებლის გვერდი. ვაკვირდებოდით ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე არსებულ კომპანიებს ვინც გვჯეროდა რომ იმ მომენტში უკეთეს სერვისს სთავაზობდა მომხმარებლებს. შედეგად შევქმენით ისეთი ინტერფეისი, რომელმაც გაშვებისთანავე დაიმსახურა სიმპატიები ჩვენი მომხმარებლებისგან.

M: როგორ მოძებნეთ ეფექტური გადაწყვეტა?

ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებიდან გავიხსენებდი ერთ-ერთს. ბრეინსთორმინგისას შევთანხმდით რომ არ გაგვეფუჭებინა მომხმარებლებისთვის ის კარგი გამოცდილებები რაც ჰქონდათ წინა ინტერფეისში და შესაბამისად უფრო მეტად გავაუმჯობესეთ ახალ ვერსიაში ახალ ფუნქციონალთან ერთად. განახლებულ ინტერფეისში უფრო კარგად გამოიკვეთა ის მნიშვნელოვანი ფუნქციები, რომელიც მომხმარებლებს ეხმარება პირველ რიგში ისეთი ქმედებების შესრულებაში რაც ამანათების ტრანსპორტირებასა და წონის საფასურის გადახდასთანაა დაკავშირებული. კიდევ უფრო მეტად გამარტივდა ადგილზე მიტანის სერვისის გამოყენებაც. მომხმარებლის გვერდის ფუნქციონალური განახლება მოხდა ამანათის დამატების და ამანათების მართვის მიმართულებით. ახალ ინტერფეისში გამოტანილია ყველა ის ფუნქციები რომელიც საჭიროა ამ პროცესების მარტივად და სწრაფად გასავლელად.

სწორედ რომ მომხმარებლისგან მიღებული უკუკავშირი დაგვეხმარა შეგვექმნა ისეთი სერვისი, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაუადვილებს ცხოვრებას და კარგ გამოცდილებას დაუტოვებს იმ ადამიანებს, ვინც სარგებლობენ ჩვენი სერვისით.

 

[R]

ბელუქსმა ვებგვერდი განაახლა

Lenovo-ს გეიმინგ სმარტფონი ორი ელემენტითა და გვერდით Pop-up სელფი კამერით