ადამიანები ონლაინ შოპინგს იმიტომ მიმართავენ, რომ დროის დაზოგვა და ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის გარეშე სასურველი ნივთის კომფორტულად შეძენა სურთ, ამიტომ მათი მოლოდინიც საბოლოო ჯამში დადებითია.
KiwiPost გადამზიდი კომპანიაა, რომელიც ამანათების ჩამოტანას აშშ-დან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან უზრუნველყოფს. სულ ახლახანს კომპანიამ ახალი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც სწორედ იმ დამოკიდებულებასა და სითბოს აღწერს, რაც Kiwi-ს და მის ერთგულ მომხმარებელს აქვთ. კომპანიისთვის ყველაზე მთავარია ადამიანების ემოცია და ამას მხოლოდ ამანათებზე ზრუნვით კი არ გამოხატავს, არამედ მომხმარებელზე მორგებული ყველა სერვისით, იქნება ეს პირდაპირი კომუნიკაცია თუ ტექნიკური პროცესები.











