in

KiwiPost და SOLO ონლაინშოპინგის მოყვარულებს წინასაახალწლოდ ექსკლუზიურ, 30%-იან ქეშბექს სთავაზობენ

წინასაახალწლო პერიოდი საერთაშორისო პლატფორმებზე შოპინგის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდია — დიდი ფასდაკლებები, საჩუქრები და აქციები, ეს არის ის, რაც ხშირ შემთხვევაში, მომხმარებლებს იზიდავს და რეალურად აძლევს საშუალებას, ბიუჯეტურად იშოპინგონ.

წელს Kiwipost-მა SOLO-სთან პარტნიორობით ექსკლუზიური აქცია შესთავაზა ონლაინგამოწერის მოყვარულებს. აქცია უნიკალური იყო იმითაც, რომ SOLO-მ Amazon-ზე შავ პარასკევს 30% ქეშბექი, ხოლო KiwiPost-მა, პარალელურად, 31 დეკემბრის ჩათვლით Amazon-სა და ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინპლატფორმაზე შეძენილი ნივთების ტრანსპორტირებაზე 30%-იანი ქეშბექის აქცია დაანონსა.

KiwiPost უკვე 9 წელია, უზრუნველყოფს ამანათების ტრანსპორტირებას აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან და ჩინეთიდან, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მსოფლიო ონლაინპლატფორმებზე — Amazon, eBay, Shein, Trendyol და ა.შ., იშოპინგონ და ამანათები პირდაპირ საქართველოში მიიღონ.

„ჩვენთვის მომხმარებლის კმაყოფილება ნომერ პირველი პრიორიტეტია. ამიტომ ბოლო რამდენიმე თვე აქტიურად ვაუმჯობესებდით საოპერაციო გარემოს, რათა მომხმარებლებისთვის ხარისხიანი და კომფორტული სერვისი შეგვეთავაზებინა. დავამატეთ 4 ახალი ფილიალი, ასევე, ახალი მიმართულება – ესპანეთი, ჩავუშვით Kiwipost-ის განახლებული აპლიკაცია, დავნერგეთ კონტაქტცენტრის ახალი გადაწყვეტა, განვახორციელეთ ინტეგრაცია მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმა Trendyol-თან, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამოიწეროს ამანათები პირდაპირ ქართულ მისამართზე, გავზარდეთ მარკეტინგული აქტივობები და ა.შ. მოკლედ, მოვემზადეთ, რომ გაუმჯობესეული სერვისები შეგვეთავაზებინა ჩვენი ლოიალური მომხმარებლისთვის, ხოლო ახლებისთვის ხარისხიანი და ბიუჯეტური სერვისი დაგვეხვედრებინა. რადგან სწორედ მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდა, ხარისხიანი, ბიუჯეტური და კომფორტული სერვისით, იყო ჩვენი მთავარი აქცენტი. 2025 წელს ვასრულებთ 30%-იანი ქეშბექით და ვცდილობთ, კიდევ ერთხელ გავახაროთ და კმაყოფილი გავხადოთ ჩვენი მომხმარებელი.

რაც შეეხება მიმდინარე აქციის დეტალებს: რადგან ის მოქმედებს შეზღუდული პერიოდით, ანუ 31 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებელმა უნდა იჩქაროს, რათა ისარგებლოს მოცემული აქციით და ახალ წლამდე შეძლოს ამანათების მიღება საქართველოში. ამისათვის კი, უბრალოდ, საჭიროა SOLO Mastercard World Elite ბარათით და საქართველოს ბანკის გადახდის არხის გამოყენებით გადაიხადონ ჩამოსული ამანათების ტრასპორტირების საფასური KiwiPost-ის აპლიკაციაში ან ვებგვერდზე. გადახდილი თანხა კი მომხმარებელს 2-3 დღეში დაუბრუნდება ანგარიშზე, ანუ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ონლაინშოპინგის ყველაზე აქტიურ პერიოდში დაზოგოს თანხა”,  – აცხადებენ KiwiPost-ში.

გაეცანით შეთავაზების დეტალებს: 30% ქეშბექი

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, როგორც KiwiPost-ში განაცხადეს, კომპანია გააგრძელებს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვას და უამრავ სიახლეს ჰპირდება მომხმარებელს, მათ შორის, ინოვაციური სერვისებისა და გამარტივებული და გაუმჯობესებული პროცესების მიმართულებითაც.

[R]

თბილისის მთავარ გამზირზე მდებარე სასტუმრო ტელეგრაფი ახალ წელს ბევრ საინტერესო ღონისძიებას გპირდებათ

როგორ აისახება Netflix-ისა და Warner Bros.-ის გარიგება ინდუსტრიაზე