in

KiwiPost-თან ერთად შენი ამანათი საიმედო ხელ… ფრთებ… საიმედოდაა!

ვინც ხშირად იწერს ამანათებს და უკვე კარგად იცნობს კივის, იცის, რომ ფრთები არ აქვს, მაგრამ მთელი გულით მოაფრენს ამანათებს ამერიკიდან და დიდი ბრიტანეთიდან და ყოველთვის მომხმარებლის კომფორტზე ზრუნავს.

მიუხედავად ამისა, ხშირად მოიწყენდა ხოლმე, რადგან სულ ფიქრობდა, რომ შესაძლოა, კომფორტი ყველა მომხმარებლისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს და ეს კითხვა მოსვენებას არ აძლევდა.

სწორედ ამიტომ, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტა კითხვა პირდაპირ მომხმარებლისთვის დაესვა, რათა კიდევ უფრო კარგად გაეგო, რა სჭირდებოდა მას, რაზეც უამრავი საინტერესო პასუხი მიიღო.

პასუხებით გაბედნიერებულს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს, ფრთებს შლიდა… დღეს და ღამეს კითხვაში ატარებდა…

ფრთებთან დაკავშირებით კი არაფერი შეცვლილა, მაგრამ ერთ დღესაც, ყველა პასუხის შეჯამების შემდეგ, მიხვდა, თუ რა სურდა მომხმარებელს, ეს სურვილები კი თავის გუნდს გაუზიარა.

გვითხრა, რომ, მაგალითად, როდესაც ოჯახის რამდენიმე წევრი იწერს ამანათს, მომსახურების საფასურის ცალ-ცალკე გადახდა და მერე კიდევ საკურიერო მომსახურებების ცალ-ცალკე გადახდა და გააქტიურება არაკომფორტულია.

გვითხრა, რომ მომხმარებელი ძალიან დაკავებულია და უნდა, ვინმემ მის ნაცვლად შეასრულოს ამანათთან დაკავშირებული ყველა პროცედურა.

გვითხრა, რომ ვინც ხშირად იწერს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემცირებული ტრანსპორტირების, საკურიეროსა და საბაჟო დოკუმენტაციის მომზადების ტარიფები. ასევე, მნიშვნელოვანია მოცულობის შემცირება და რეალური წონით დაანგარიშება.

მოკლედ, კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი რამ გვითხრა, რაც ჩვენ, სამი სამომხმარებლო პაკეტის სახით გავაერთიანეთ: SMART, FAMILY და PREMIUM. ასევე, გვთხოვა SMART პაკეტი პირველი თვის მანძილზე უფასოდ შევთავაზოთო მომხმარებელს, ჩვენ კი კივის უარს ვერაფერზე ვეუბნებით…

ახლა კი, დარეგისტრირდით www.kiwipost.ge-ზე, Membership განყოფილებაში აირჩიეთ სასურველი სამომხმარებლო პაკეტი და აუცილებლად გაუზიარეთ კივის შემდეგი შთაბეჭდილებები.

ერთი სული აქვს და გელოდებათ…

იური სუძუკის ახალი მოწყობილობა საკუთარი ფონური ხმაურის შექმნაში დაგეხმარებათ

„მფრინავი ასი“: „გვინდა, ბავშვებმა საკუთარ წარმოსახვაში მეტი იმოგზაურონ!“