in

KiwiPost-ით, ამანათებს უკვე ამერიკაშიც გააგზავნით

შესაძლებელია როგორც პირადი, ისე კომერციული საქმიანობისთვის განკუთვნილი ამანათების გაგზავნა

გადამზიდი კომპანია KiwiPost, მომხმარებელს, კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს – ამიერიდან,  ამანათების გაგზავნას, ამერიკის მიმართულებით უზრუნველყოფს. მოქნილი სერვისის მეშვეობით შესაძლებელია როგორც პირადი, ისე კომერციული საქმიანობისთვის განკუთვნილი ამანათების გაგზავნა, სასურველ მისამართამდე.

კომპანიაში ამბობენ, რომ ეს სიახლე განსაკუთრებით სასიხარულოა ქართველი „სელერებისა“ და სტარტაპებისთვის – იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, თქვენი პროდუქციის გატანა ამერიკის ბაზარზე და გაყიდვა ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა eBay.com, Amazon.com, Etsy და ა.შ. კომპანია საკმაოდ მარტივ და კომფორტულ მომსახურებას გთავაზობთ.

„მომხმარებლის მხრიდან არაერთხელ გამოითქვა სურვილი, დაგვემატებინა ამერიკაში გაგზავნის სერვისი, რისი განხორციელებაც ჩვენი მხრიდან საკმაოდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში. თუმცა, მათ სურვილს უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით და მიუხედავად ყველა სირთულისა, ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ შეგვეთავაზებინა ამერიკაში გაგზავნის სერვისი. ინგლისის მიმართულებით უკვე დიდი ხანია ამ მომსახურებას ვთავაზობთ, რომლითაც „სელერები“ აქტიურად სარგებლობენ, ეს მიმართულებაც დღითიდღე ვითარდება და მოთხოვნა სერვისზე იზრდება.

პირველ რიგში, გვსურდა გაგვემარტივებინა პროცესი ქართველი „სელერებისთვის“, რომლებიც საერთაშორისო პლატფორმებზე ათავსებენ საკუთარ პროდუქციას. ბიზნესის ხელშესაწყობად, მათ პირველ ეტაპზე, შევთავაზეთ უფასო დასაწყობების და ორდერების მართვის სერვისი, რაც ფაქტობრივად სრულ fulfillment-ს გულისხმობს და მისცემს მათ საშუალებას, მნიშვნელოვნად დაზოგონ თანხები. ჩვენი საწყობიდან კი შეკვეთის მიწოდება შესაძლებელია ნებისმიერ შტატში, ადგილობრივი საფოსტო სერვისების დახმარებით.

იმ მომხმარებლებს კი, რომლებიც ხშირად სარგებლობენ „ონლაინ“ შოპინგით და რიგ შემთხვევებში, სურთ უკან დააბრუნონ ნივთი, ვთავაზობთ, საკმაოდ შეღავათიან და სწრაფ სერვისს, რათა შეძლონ არასასურველი პროდუქციის დაბრუნება ან შეცვლა.

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ სტარტაპერებს მცირე ბიზნესის განვითარებაში და შევთავაზოთ ინდივიდუალური ტარიფები თუ სერვისი. აქციით სარგებლობისთვის საკმარისია დაგვიკავშირდნენ, ხოლო ჩვენ შევურჩევთ მათ ბიზნესზე მორგებულ საუკეთესო პირობებს”, – ამბობს KiwiPost-ის აღმასრულებელი დირექტორი, ანდრი ჭანტურია.

გადამზიდი კომპანია KiwiPost, საერთაშორისო საფოსტო სივრცეში, 2018 წლიდან ოპერირებს.  კომპანია ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე კი აქტიურად თანამშრომლობს სტარტაპერებთან და სთავაზობს სხვადასხვა ტიპის საშეღავათო პირობებს  მათი მხარდაჭერის და ბიზნესის განვითარების მიზნით.

 

[R]

რა არის ობლიგაცია და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?!

22 ივნისს, „ინკლუზიური მწვანე ეკონომიკა საქართველოსთვის“ ტარდება