ქართული გადამზიდი კომპანია KiwiPost 2026 წლის 4 აპრილს ოფიციალურად შევიდა უზბეკეთის ბაზარზე.
კომპანია, რომელიც საქართველოში უკვე დამკვიდრდა მომხმარებელზე ორიენტირებული და ტექნოლოგიურად განვითარებული სერვისით, ახალ ბაზარზეც იგივე პრინციპით ოპერირებს – სრული პროცესის ციფრული მართვა, მარტივი გამოყენება და მაღალი ხარისხის მომსახურება.
KiwiPost თავიდანვე შეიქმნა, როგორც tech-first კომპანია: აპლიკაცია სრულად შიდა გუნდმა განავითარა, რაც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად განაახლოს პროდუქტი, გააუმჯობესოს მომხმარებლის გამოცდილება და უზრუნველყოს სისტემის სტაბილური მუშაობა – შეკვეთიდან მიღებამდე.
უზბეკეთში მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია:
- ამანათების ჩამოტანა აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და ესპანეთიდან
- პირადი მისამართები თითოეულ ქვეყანაში
- საკუთარი მობილური აპლიკაცია სრული ტრეკინგის ფუნქციით
- მარტივი და გამჭვირვალე შეკვეთის პროცესი
- მხარდაჭერა მიწოდების ყველა ეტაპზე
კომპანიამ უკვე გახსნა პირველი ლოკაცია ტაშკენტის ცენტრალურ ნაწილში, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ პირველი ამანათების მიღება. KiwiPost ასევე გეგმავს ქალაქში სერვისცენტრების ქსელის გაფართოებას, რათა მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
KiwiPost განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ამანათების მიღების კომფორტზე – სერვისი შექმნილია ისე, რომ მომხმარებელმა მარტივად აკონტროლოს მიწოდების მთელი პროცესი და მიიღოს თავისი შეკვეთები ზედმეტი სირთულეების გარეშე.
KiwiPost-ის უზბეკეთში შესვლა წარმოადგენს კომპანიის საერთაშორისო გაფართოების მნიშვნელოვან ეტაპსა და მნიშვნელოვან ნაბიჯს რეგიონში ელექტრონული კომერციის სერვისების განვითარებაში.
[პარტნიორის კონტენტი]












