in

ნახეთ: „კლაპით“ შთაგონებული მრავალფუნქციური მაღვიძარა

ალბათ, მაღვიძარასთან კარგი ურთიერთობა არც თქვენ გაქვთ, თუმცა ამჯერად Slate — მრავალფუნქციური მაღვიძარა უნდა გაგაცნოთ. იგი არა მარტო თქვენს გაღვიძებაზე იზრუნებს, არამედ თქვენს დღის წესრიგსაც ადევნებს თვალყურს… 

მართალია, მაღვიძარას მხოლოდ დილით ვიყენებთ, თუმცა ის თუ როგორ ვიღვიძებთ ეს ჩვენს დღის წესრიგსაც განსაზღვრავს. დიზაინერმა ჰიუნბინ იანგმა კი მაღვიძარას პოტენციალი სხვაგვარად დაინახა და მის ფუნქციად დღის პროდუქტიულად როგორც დაწყება, ისე შემდგომში გატარებაც დაისახა.

Slate ოთხკუთხედი ფორმისაა, მის ზედა ნაწილში დროსა და თარიღს ვკითხულობთ, მის ქვემოთ კი პატარა დაფა გვაქვს, სადაც ჩანაწერების გაკეთება და მაგნიტების მიმაგრებაც კი შეგვიძლია. დიზაინი კინორეჟისორების დაფით ე. წ. კლაპით არის შთაგონებული. შესაბამისად, როცა ჯოხი ზემოთ აიწევა, თქვენ, მსახიობების მსგავსად, მოქმედება უნდა დაიწყოთ…

როგორ იქცა საპნის მწარმოებელი პატარა კომპანია გიგანტურ კორპორაციად

უცხოპლანეტელებს ჭიის ხვრელების სატრანსპორტო ქსელი აქვთ შექმნილი — თეორია