7
Nov
2018

როგორ იქცნენ კლასელები ბიზნესპარტნიორებად – სამი სტარტაპის ამბავი

7 Nov 2018

Startauperi
Startauperi


მათემატიკა, ფიზიკა, ტექნოლოგიები და ინჟინერია – ეს ის იმ ინტერესის სფეროების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც 23 წლის ოთო ქავთარაძე და რეზო კაკაბაძე, ერთმანეთს ჯერ „სკოლა-პანსიონ კომაროვში“, მე-7 კლასში შეახვედრა, შემდეგ კი, უკვე მეგობრების გზები, უნივერსიტეტშიც გადაკვეთა. ოთო ეკონომისტია, რეზი ფიზიკოსი.

ფოტოკრედიტი: რეზი ყენია

სწავლის პარალელურად, ჯერ კიდევ მაშინ, 18 წლისები რომ იყვნენ, ბიზნესპარტნიორები გახდნენ და ტექნოპარკის დახმარებით, GPS მონიტორინგის ბაზარზე, 3 წლის წინ, Lookup.ge-ს სახელით გამოჩნდნენ. პირველ პროექტს მოჰყვა Easy Trade – B2B (Business To Business, ბიზნესი ბიზნესისთვის) ვაჭრობის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ინტერნეტსივრცეში რამდენიმე დღეში ჩაეშვება და Gmoji – საჩუქრების გაგზავნის სერვისი შეტყობინებებში – უცხოური პროექტი, რომელიც ოთოსა და რეზის ინიციატივით, სულ მალე შემოვა საქართველოში.

თითოეულ პროექტთან დაკავშირებულ დეტალებზე მარკეტერის შეკითხვებს ოთო ქავთარაძემ უპასუხა:

M: რა არის Lookup.ge და რა პრინციპით მუშაობს?
Lookup.ge კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებს, ავტომობილებისა და სკუტერებისთვის GPS მონიტორინგის სისტემებს  სთავაზობს. სხვა მსგავსი კომპანიებისგან ჩვენ გასნგვასხვავებს ერთჯერადი გადასახადი. ანუ, ჩვენ მოწყობილობას კი არ ვაქირავებთ და პერიოდულად, თანხას ვიღებთ კლიენტებისგან, არამედ, პირდაპირ ვყიდით. ჩვენი მომხმარებლის ძირითადი სეგმენტი – ფიზიკური პირები, უსაფრთხოების მიზნით იყენებენ ჩვენს სისტემას, უმეტესად, მოპედებისთვის. რაც შეეხება კომპანიებს – ძირითადად, ავტოგაქირავების პატარა კომპანიები არიან, რომლებსაც, ასევე, უსაფრთხოებისა და მონიტორინგისთვის სჭირდებათ ჩვენი სისტემა. რაც შეეხება Easy Trade-ს – მობილურ აპლიკაცია და ვებპლატფორმაა, რომლის დახმარებითაც, პროდუქციის მომწოდებლებსა და დაინტერესებულ პირებს 24 საათიანი კომუნიკაციის შესაძლებლობა აქვთ: მიიღონ და გააგზავნონ შეკვეთები, ელექტრონულად გააფორმონ ხელშეკრულებები და საქმიანობისთვის საჭირო რეპორტები მიიღონ. საწყის ეტაპზე სამიზნე სეგმენტს სადისტრიბუციო კომპანიები და სუპერმარკეტები წარმოადგენენ.

ჩვენს კითხვაზე, კონკრეტულად, რა ფუნქცია აქვს Easy Trade-ს და რა ამოცანების გადასაჭრელად შემოვიდა ბაზარზე, ოთო ქავთარაძე გვპასუხობს:

Easy Trade გაყიდვების ბაზარზე ჭრის არაეფექტურობის პრობლემას. ნებისმიერ მცირე ან საშუალო საწარმოს, რომელიც რაიმე პროდუქციას აწარმოებს, გაყიდვებისთვის დიდი ინვესტიცია სჭირდება: სადისტრიბუციო კომპანიის გაკეთება, სავაჭრო წარმომადგენლებისა თუ გაყიდვების აგენტის აყვანა, ტოპმენეჯერების დაქირავება, ლოჯისტიკა, ცალკე ავტომობილებისა და მძღოლების გამოყოფა. საბოლოო ჯამში, თანხის 10-15%-მდე მიდის ხოლმე დისტრიბუციის საოპერაციო ხარჯებში. Easy Trade-ის საშუალებით კი, ბიზნესები პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობას მარტივად და ეფექტურად შეძლებენ.

M: რა არის Gmoji და როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა დაინტერესდეს საქართველო ამ შეთავაზებით?
Gმოჯი მობილური აპლიკაციაა, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მიმოწერისას, ერთმანეთს გაუგზავნონ ისეთი „ემოჯი“ , რომელსაც შემდგომ ნებისმიერ დაწესებულებაში გამოიყენებენ იმის დასტურად, რომ მათ  კონკრეტული პროდუქტით სარგებლობის უფლება აქვთ. მაგალითად: როდესაც მე ჩემს მეგობარს Fაცებოოკ-ზე, თწიტტერ-ზე ან ნებისმიერ სხვა სოციალურ ქსელში გავუგზავნი ყავის „ემოჯის“ (სმაილი) მას შეეძლება, ნებისმიერ დაწესებულებაში (რომელიც Gმოჯი-სთან თანამშრომლობს), მიღებული შეტყობინების ჩვენების შემდეგ, კუთვნილი ყავა მიიღოს. თანხას, აპლიკაციის საშუალებით, იხდის ის ადამიანი, ვინც ემოჯის აგზავნის.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა დაინტერესდეს საქართველო ამ შეთავაზებით, რესტორნები, კაფე-ბარები, სხვადასხვა ტიპის დაწესებულებები აქტიურად ათავსებენ რეკლამებს სოციალურ ქსელებში. Gიმოჯი-ს დახმარებით, კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, პოტენციური მომხარებელი ისე მოიძიოს, რომ თანხის დახარჯვა არ მოუწიოს. შესაბამისად, აპლიკაცია მომხმარებლის მოზიდვისა და პროდუქციის რეალიზაციის დამატებითი საშუალებაა. გარდა ამისა, თვითონ იდეაც სახალისოა და ვფიქრობთ, რომ ქართველი მომხმარებლებიც ისარგებლებენ Gmoji-ს მომსახურებით.

პროდუქტი რუსულ კომპანიას ეკუთვნის და ოთო, რეზი, ნიკოლოზ თურქიშვილი და გიორგი ხინჩაკაძე მისი წარმომადგენლები არიან საქართველოში. როგორც ამბობენ, რუსეთიდან, Gmoji ევროპაში გავიდა, ამერიკის ბაზარზე ახლა შედის და „ჩვენ გვინდა, ვნახოთ, საქართველოში იმუშავებს, თუ არა?“

განხილვა