in

მალე კლასიკურ ფილმებსა და ძველ შოუებში ახალი პროდუქტების რეკლამირებას ვიხილავთ!

ტექნოლოგიას, ალბათ, მუსიკალურ ინდუსტრიაშიც გამოიყენებენ

დიდ ბრიტანეთში არსებულმა კომპანიამ Mirriad-მა შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც მიზნობრივ რეკლამებსა და პროდუქტებს ძველ შოუებსა თუ ფილმებში განათავსებს. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, როდესაც თქვენს საყვარელ სცენებში მოულოდნელად თანამედროვე სამყაროს კვალს წააწყდებით.

იყო დრო, როცა კონტენტის შემქმნელები ფიქრობდნენ, რომ პროდუქტი, რომლის რეკლამირებაც სურდათ, აუცილებლად რეალურად უნდა ყოფილიყო გადაღების ადგილას. ახლა კი, სარეკლამო ინდუსტრია იმ ტექნოლოგიის გამოყენებას იწყებს, რომელსაც შეუძლია, ფილმებში შეუფერხებლად მოათავსოს კომპიუტერის მიერ შექმნილი ფოტოები.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის, თვის ან წლის შემდეგ, ციფრულად ჩამატებული პროდუქტის სხვა მათგანით ჩანაცვლება. “ტექნოლოგიას სურათის წაკითხვა შეუძლია, ის აღიქვამს სიღრმეს, მოძრაობას, სტრუქტურას. ასე რომ, შეგიძლიათ, კადრში ახალი გამოსახულება ისე ჩაამატოთ, რომ მაყურებლის თვალი ვერც კი აღიქვამს რაიმე ცვლილებას” – ამბობს Mirriad-ის აღმასრულებელი დირექტორი, სტეფან ბერინგეერი.

როგორც ცნობილია, ტექნოლოგია მხოლოდ ფილმებითა და გადაცემებით არ შემოიფარგლება, არამედ მუსიკალურ ინდუსტრიაშიც ჰპოვებს განვითარებას. ეს შემოსავლის ახალი წყარო გახდება მუსიკოსებისთვის – ისინი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისის წინააღმდეგ აუცილებლად გამოიყენებენ ბრენდების რეკლამირებას.

დღესდღეობით, რას ნიშნავს იყო მენეჯერი?

ნახეთ: ატაკამას უდაბნოში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს