„დიზაინის ბრიფი ისეთი ბრენდის შექმნა იყო, რომელსაც ადამიანების შთაგონება შეეძლებოდა, რომ მათ Kleo-სთან ერთად ყველგან ყოფნა შეუძლიათ. ჩვენი სტრატეგია კი აუდიტორიის მოზიდვა და ჩართვა იყო, რათა მათ თავი ადგილობრივებად ეგრძნოთ“, — განმარტავს ენტონი ჩეპმენი, Fellow-ს თანადაფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
Kleo მობილური აპლიკაციაა, რომელიც ადამიანებს ენების სწავლაში ეხმარება. მის ბრენდინგზე კი კომპანია Fellow-მ იმუშავა, რაც, თავის მხრივ, შთაგონებულია პორტალის კონცეფციით — მომხმარებელი გადაიყვანოს იმ ქვეყნებსა თუ ადგილებში, რომლებიც მათთვის სასურველ ენაზე საუბრობენ. შედეგად, კომპანიამ Kleo-სთვის ვიზუალური იდენტობა და სტრატეგია შექმნა, ამასთან აპლიკაციის UX-სა და UI-ზეც იმუშავა.
„მოწყობილობის სხვადასხვა გზით გამოყენებით, როგორიცაა ჩარჩო, კონტეინერი ან ფოკუსური წერტილი, ბრენდს შეუძლია აჩვენოს, თუ როგორ ხსნის ახალი ენის სწავლა შესაძლებლობების სამყაროს“, — ამბობს ჩეპმენი.
რაც შეეხება Kleo-ს ლოგოს, იგი სახელის პირველი ასობგერითა და კამერის სიმბოლოთ არის შთაგონებული, რადგან აპლიკაცია ვიდეო გაკვეთილებს დიდ ყურადღებას ანიჭებს. ლოგოსთვის იასამნისფერი გამოიყენეს, რაზეც პოლ კრამპი, Fellow-ს თანადაფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ამბობს: „ჩვენს კონკურენტებს ინდუსტრიაში ეს ფერი არასდროს გამოუყენებიათ, იისფერი Kleo-ს სითბოს, ინტელექტსა და გამოცდილებას ანიჭებს“.
ენის სწავლის ორმხრივი პროცესის გამო კი აპლიკაციაში ორ შრიფტს sans-serif-სა და serif-ს იყენებენ. ამას გარდა, სპეციალური სიმბოლოებიც შექმნეს, თანაც 3D პერსპექტივით, რათა კვლავ სხვა ადგილზე მოგზაურობის იდეა შეენარჩუნებინათ.