in

Klimt vs Klimt – Google-ის ონლაინ გამოფენა II მსოფლიო ომის დროს განადგურებულ ნამუშევრებს ანახლებს

ონლაინ გამოფენა 700 ობიექტს მოიცავს

Google-მა თავის ხელოვნებისა და კულტურის აპლიკაციაში ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის გუსტავ კლიმტის ვრცელი რეტროსპექტივა უზრუნველყო. “კლიმტი კლიმტის წინააღმდეგ – წინააღმდეგობების ადამიანი” აერთიანებს წინა პროექტებს, როგორიცაა Art Selfie და ფრიდა კალოს სახეების ვირტუალური გამოფენა.

ფრანც სმოლას კურატორობით, ონლაინ გამოფენა მოიცავს 700 ობიექტს – მათ შორის, სურათებს, ნახატებს, წერილებსა და ილუსტრაციებს, რომელთან ბევრი პირველად გაციფრულდა.

Klimt vs Klimt – Man of Contradictions – გამოფენის მონახულება შესაძლებელია გაფართოებული რეალობის გალერეაში, სადაც 63 შედევრი ციფრული სახითაა ნაჩვენები. დამთვალიერებლებს შეუძლიათ, სურვილისამებრ გადაადგილდნენ გალერეის სივრცეში, მიუახლოვდნენ და გაადიდონ ნამუშევრები, რომლებიც ულტრა მაღალი გარჩევადობით არის გაციფრულებული.

ასევე, გამოფენაზე წარმოდგენილია 1945 წელს ხანძრის შედეგად განადგურებული სურათების რეკონსტრუქცია. ხელოვნების ნიმუშები ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიის მეშვეობით აღადგინეს – AI ფერადი ნამუშევრების საარქივო მონაცემებით და სამეცნიერო კვლევებით ხელმძღვანელობდა. შედეგად, ნაცვლად შავ-თეთრი გამოსახულებებისა, მდიდარი და მრავალფეროვანი ფერთა პალიტრა მივიღეთ.

“შედეგი საოცარი იყო, რადგან ნამუშევრებისთვის ფერის მინიჭება შევძელით… მანქანათმცოდნეობის თვალსაზრისით, კარგი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ კლიმტის მიერ გამოყენებული ფერების ხაზის განვსაზღვროთ” – აღნიშნავს ფრანც სმოლა.

100-ზე მეტი თემატური ტური, რომელიც შედგება დაუმთავრებელი ესკიზებისაგან, ვიდეოებისა და ციფრული ეფემერული მასალისაგან, ხელმისაწვდომია ინტერნეტში. “კლიმტი და ეროტიკა” სავსეა ეროტიკული, პოლიტიკურად დატვირთული და მხატვრულად რევოლუციური ნამუშევრებით, რომლებიც მხატვრის ქალებისადმი აღტაცებას გამოხატავს. კლიმტის ოქროს ფაზა კი გამორჩეულ ნამუშევრებთან ასოცირდება, როგორც მისი უკვდავყოფის საშუალებასთან…

ახალი იმუნოთერაპია მომაკვდავ ონკოლოგიურ პაციენტებში კიბოს უჯრედებს ანადგურებს

Global Finance-მა კობა გვენეტაძე, საუკეთესო ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის, მეოთხედ დაასახელა