3
Dec
2018

„არასოდეს დაკმაყოფილდე მიღწეულით, წინ შემდეგი ბრძოლაა“ – ლეგენდარული მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო

3 Dec 2018

ყველა წარმატებულ ადამიანს, დასახულ მიზნამდე, საკუთარი გზა აქვს გავლილი. ამით, შემდეგ, სხვებისთვის სამაგალითოებიც ხდებიან. უკრაინელი, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, მძიმეწონოსანი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო ამბობს, რომ დიდ გამარჯვებამდე აუცილებელია მარცხი.

statiebi-bog
statiebi-bog

„კარიერა რომ დავიწყე, პირველი ხუთი ბრძოლა წავაგე. საერთოდ ასეა, თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, უნდა დამარცხდე. მგონია, რომ არასწორია, როდესაც ყოველთვის გამარჯვებაზე ხარ კონცენტრირებული. აუცილებლად დამარცხდები და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება შენი ხასიათი“.

ვლადიმირ კლიჩკო ამბობს, რომ დასახული მიზნისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო, თუნდაც, ეს სხვებისთვის გაუგებარი იყოს.

„1996 წელი დგებოდა, ოლიმპიური თამაშები ახლოვდებოდა და მიზნად დავისახე მასში მონაწილეობა. მაგრამ მხოლოდ მონაწილეობა კი არა, გამარჯვება მინდოდა. ჩემი მიზანი ოქროს მედალი იყო. რამდენიმე მეგობარს ვუთხარი, ოლიმპიადაზე გამოსვლა მინდა-მეთქი და დამცინეს“.

მაგრამ უკან არ დაუხევია და ამ ოლიმპიურ თამაშებზე ვლადიმირ კლიჩკომ ოქროს მედალი აიღო.

„ეს გამარჯვება გახდა ჩემთვის მოტივაცია, რომ კიდევ უფრო მეტი მეშრომა და გაცილებით დიდი წარმატებისთვის მიმეღწია. ახალი მიზანი დავისახე – მსოფლიო ჩემპიონობა. მაშინ 24 წლის ვიყავი. მახსოვს, დავდიოდი რინგზე და ვფიქრობდი, დღეს ჩემი დღეა. მოვკვდები და არ წავაგებ. ასეც მოხდა – იმ ღამეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე“.

„ ადამიანი ოცნებობ სხვადასხვა ტიტულის მოპოვებაზე, წარმატებაზე და ერთ დღესაც მიზანს აღწევ. თუმცა, ამისთვის, შეიძლება ძალიან დიდხანს მოგიწიოს შრომა, გზაზე ბევრი სულიერი და ფიზიკური ტკივილი შეგვხდეს, მაგრამ საბოლოოდ შენს მიზანს აღწევ. არასოდეს დაკმაყოფილდე მიღწეულით, არ გაგიტაცოს ამ გრძნობამ – „მე ეს შევძელი“, „მე ამას მივაღწიე“, გააგრძელე შრომა, წინ შემდეგი ბრძოლაა, შემდეგი მიზანია“.



განხილვა