ბიზნეს კლასი და სრული კომფორტით ფრენა, რა თქმა უნდა, ყველა მგზავრს სურს, თუმცა სამწუხაროდ, ბევრს ამის საშუალება არ აქვს, ზოგიც კი უბრალოდ სხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებს ბილეთის დროულად შეძენას. იმისთვის, რომ ყველა მგზავრმა თავი მოხერხებულად და კომფორტულად იგრძნოს, ავიაკომპანია KLM-მა მშვენიერი კამპანია განახორციელა. ვირტუალური ბიზნეს კლასი თქვენი სმარტფონის, სპეციალური აპლიკაციისა და ქაღალდის სათვალეების დახმარებით, სწორედ ასე გამოიყურება KLM-ს იდეა. ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ეკონომ ბილეთების მქონე ყველა მგზავრისთვის ფრენამდე ეს სათვალეები დაერიგებინათ და ამგვარად მათი მგზავრობა გაცილებით უფრო სასიამოვნო, თუნდაც, ვირტუალური საშუალებით მაინც გაეხადათ.