გაციების სიმპტომების დაფიქსირებით, ინტერაქტიული ბილბორდი KLM– დან (ჰოლანდიური ავიახაზები) შვედებს, რომლებიც ისევ მოგზაურობაზე ოცნებობენ, ახსენებს, რომ KLM– ის ფრენის გაუქმება უფასოდ შეუძლიათ.
ბილბორდი აღჭურვილია მოსასმენი აპარატითა და AI ძრავით, განსაზღვრავს ხველისა და ცემინების 40 000 ხმას. გაციების ხმოვანი სიმპტომების გამოვლენისას, KLM-ის ბილბორდზე ისმება კითხვა: „კარგად ხარ?“ რასაც იმის ვიზუალური დასტურიც მოჰყვება, რომ ფრენის გაუქმება ნამდვილად 0 ევროდაა შესაძლებელი.













