in

კლოუნი, მეფე და კოლონელ სანდერსი ერთად შედიან რესტორანში…

BOG
BOG

ინდური საკვები ობიექტის ქსელმა Licious Kitchen თავისი თავის პოპულარიზაციისთვის ცნობილი ბრენდების საკულტო პერსონაჟები გამოიყენა. ეს ეფექტური გზაა რეკლამირებისთვის, რადგან მაყურებელს ავტომატური ასოციაცია უჩნდება და მეტად იპყრობს ყურადღებას. წარმოიდგინეთ, რესტორანში შედიან კლოუნი, მეფე და კოლონელ სანდერსი — მიხვდებოდით, რომ მაკდონალდსის, ბურგერ კინგისა და KFC-ის მეტაფორებს რომ განასახიერებენ…

მიუხედავად კონკურენტობისა და ათწლეულების დაპირისპირებისა, სამივენი ერთად იწყებენ ჭამას — მხიარულობენ, სრულიად ავიწყდებათ ქიშპობის კონტექსტი. თავის მხრივ, ამ გზით Licious Kitchen-მა თავისი პროდუქციის უნიკალურ ძალაზე მიანიშნა, რომელიც გარდა გემრიელი არომატების შეთავაზებისა, ადამიანებს რეალურად აახლოებს ერთმანეთთან.

როგორ გაასწრო MySpace-მა Google-სა და Yahoo!-ს

Google Search ახალ AI ხელსაწყოს ამატებს