აეროპორტი, განსაკუთრებული ადგილი, სადაც უამრავი ადამიანი და საოცარი ემოციები იყრის ხოლმე თავს. ერთი შეხედვით შეიძლება უმნიშვნელოც კი იყოს ამდენი გამვლელი და ხალხმრავლობა, თუმცა, თუ კარგად დავუკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ სწორედ აეროპორტში იმდენი უნიკალური ისტორიის გაგება შეიძლება რამდენი ადამიანიცაა აქ. მსგავსი ემოციური ისტორიების მოსმენა კი ზუსტად ის არის, რაც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს და მათ შორის უშუალო ურთიერთობებს აყალიბებს. ავიაკომპანია KLM-მა გადაწყვიტა ამ საახალწლოდ თავისი მგზავრებისთვის უჩვეულო, თანაც სასარგებლო კამპანია მოეწყო. ბრენდმა ყველა დეტალზე იზრუნა და რაც მთავარია, ენობრივ ბარიერსაც მოუძებნა მარტივი გამოსავალი. საბოლოო ჯამში, კომპანიის ექსპერიმენტი საინტერესო და რაც მთავარია, უშუალოდ მონაწილეებისთვის საკმაოდ ამაღელვებელი აღმოჩნდა.