in

მეცნიერები ქმნიან ჰოლოგრამებს, რომელთა შეხებაც შესაძლებელი იქნება

მას, სავარაუდოდ, ვიდეო თამაშებსა და მედიცინაში გამოიყენებენ

მკვლევრებმა სულ ახალახან შეიმუშავეს ჰოლოგრამა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, სრულად “შეიგრძნოთ იგი”. პროექტის ერთ-ერთი ავტორის, რავინდერ დააჰიას თქმით, გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შემუშავებული ჰოლოგრამის სისტემა ჰაერის მფრქვეველებს, ე. წ. “აეროჰაპტიკებს” იყენებს. ეს უკანასკნელი ადამიანებს საშუალებას აძლევს, ხალხის თითები, ხელები და მაჯები იგრძნონ.

“დროთა განმავლობაში, ეს შეიძლება ისე დაიხვეწოს, რომ მსოფლიოს მეორე მხარეს მცხოვრებ კოლეგის ვირტუალურ ავატარს შეხვდეთ და რეალურად იგრძნოთ მათი ხელის ჩამორთმევა. ეს კი გარკვეულწილად ჰოლოდეკის მსგავსი რაღაცის შექმნის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს” – ნათქვამია კვლევაში.

საგულისხმოა, რომ წინა ჰოლოგრამებისგან განსხვავებით, შეხების უზრუნველსაყოფად აეროჰეპტიკურ სისტემას არ სჭირდება ხელის კონტროლერი ან ჭკვიანი ხელთათმანები. ამის სანაცვლოდ, ჰაერის ნაკადი ზუსტად თქვენი ხელის მოძრაობის შესაბამისად წარმოქმნის ქმედებებს.

დააჰიამ და მისმა გუნდმა ახალი ნამუშევარი კალათბურთის ინტერაქციული პროექციით გამოცადეს – მათი თქმით, სრულებით შესაძლებელია ბურთის შეხება, დაჭერა და დამაჯერებლად დარტყმა. “სისტემის საჰაერო მფრქვეველები კალათბურთის ვირტუალურ ზედაპირზეა მორგებული, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ბურთის მრგვალი ფორმა და მისი მოძრაობას იგრძნონ” – განმარტავს დააჰია.

მიუხედავად იმისა, რომ მართლაც კარგი იქნებოდა სისტემის დეტალების სრული ცოდნა, ვიდრე რეალურ მოწყობილობას არ მივიღებთ, შერლოკ ჰოლმსის ფანტაზიები არაფერში გამოგვადგება. თუმცა როგორც ამ ეტაპზე ცნობილია, მისი ვიდეო თამაშებისთვის გამოყენებაც შეიძლება, როგორც გასაოცარი გამოცდილების შემქმნელის. ამასთან, შესაძლებელია მოწყობილობა ექიმებისთვის გაუმჯობესებული მკურნალობის საშუალებადაც იქცეს.

BTU GLOBAL – „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ ახალი გეგმები და სტრატეგია

იცხოვრე სავსე ცხოვრებით! – Wrangler-ის რეკლამა