ბოლო პერიოდში აშშ-ს მომხმარებლები „გამალებით გუგლავენ“ KN მანქანას — ყოველთვიურად დაახლოებით 30 000 ადამიანი ცდილობს გაიგოს, რა მოდელია ეს. რეალურად კი, KN არ არსებობს და დაბნეულობას მხოლოდ KIA-ს განახლებული ლოგო იწვევს.
მიმდინარე წლის იანვარში კომპანიამ ახალი ლოგო წარადგინა, რომელიც მოძრაობის იდეითაა შთაგონებული. ის უწყვეტ ხაზს, სიმეტრიულობას, რიტმსა და ზრდას გამოხატავს — როგორც ავტომობილების კომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი. ხოლო The Drive-ის თანახმად, KN მანქანის შესახებ კითხვები მარტიდან დაიწყო, როდესაც Kia Stingers-ის ახალი სერია გზებზე გამოჩნდა.
ამასთან, დაბნეულობა მხოლოდ აშშ-ით არ შემოიფარგლება. Carscoops-მა Google Trends ანალიტიკა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, მძღოლები კანადაში, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში ასევე დაინტერესებულნი არიან “KN SUV”, „KN ბრენდის მანქანის ფასით“.
როგორც ჩანს, Google Search იმდენად არის მიჩვეული ამ ფენომენს, რომ Chrome ბრაუზერის მისამართების ზოლი ავტომატურად ამთავრებს “KN c” ძიებას “KN Car” და “KN Car Brand”-ით.
ანალოგიურად, Kia-ს ვებგვერდი ჩნდება შედეგების გვერდზე, როდესაც ეძებთ “KN Car”-ს.