in

„კნიკის“ ბეჭედს გადახდის სისტემა ემატება

კნიკის“ საგადასახადო სისტემებთან ადაპტირების პროცესი სრულდება – მომხმარებელი,  „ჭკვიანი ბეჭდით“, ფულს, Pos ტერმინალსა და ტრანსპორტში გადაიხდის. ასევე, შეძლებს ბანკომატიდან თანხის გამოტანას.

BOG
BOG

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/cnickofficial/videos/2704342222941507/?v=2704342222941507″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

კნიკის“ პირველი ვერსია, ბაზარზე, 2017 წელს გამოჩნდა. მაშინ, მომხმარებელს, საშუალება ჰქონდა ბეჭდით  სამედიცინო ისტორია და დაშვების ბარათი ჩაენაცვლებინა. თუმცა, არა მხოლოდ ეს.

„თავდაპირველად, საქართველოში დავიწყეთ გაყიდვები, რასაც მოჰყვა საინტერესო კამპანიები. მაგალითად, „დანიშნე კინომოყვარული“, რომელიც „კავეასთან“ ერთად განვახორციელეთ. მომხმარებლებს შეეძლოთ, ბეჭდით შესულიყვნენ კინოთეატრებში და ერთი თვის განმავლობაში, ენახათ ნებისმიერი ფილმი უფასოდ. შემდეგ, მალევე განვათავსეთ ჩვენი პროდუქტი Amazon.com-ზე და მთლიანად საერთაშორისო ბაზარზე გადავერთეთ. ამასთან, მნიშვნელოვნად განვავითარეთ წარმოების პროცესი და საწარმოო სიმძლავრე“, – ამბობს „კნიკის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით კვიციანი.

მისივე თქმით, პარალელურად, პარალელურად მუშაობდნენ ბეჭდის გადახდის სისტემებთან ადაპტირებაზე. თუმცა, გარკვეული დრო დასჭირდა სერტიფიცირებებისა და ტესტირებების პროცესს.

„გადახდის ფუნქციის მქონე „კნიკის“ ბეჭდების გამოშვებას 2019 წლის ბოლოდან ვგეგმავთ.  რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება?! ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს არ უწევდეს ფიზიკური საფულის ტარება. შემცვლელად კი, სმარტფონის  ნაცვლად, უფრო მოსახერხებელ და საიმედო ალტერნატივას ვთავაზობთ. საზოგადოების უმეტესი ნაწილი ყველაზე ხშირად საბანკო ბარათებს იყენებს, ყოველდღიურად პროდუქტების შესაძენად. შესაბამისად მოთხოვნაც, პირველ რიგში, ამ ფუნქციის დამატებაზე არის. სწორედ ამიტომ, 2019 წლის ბოლოდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მსოფლიოს მასშტაბით, ნებისმიერ ქვეყანაში გადაიხადოს „კნიკით“, ყველგან სადაც უკონტაქტო გადახდის Pos ტერმინალები დგას. ასევე, ვმუშაობთ, რომ პროდუქტის გაშვებისთანავე, შესაძლებელი იყოს სატრანსპორტო საშუალებებში გადახდა. გადახის სისტემის მქონე „კნიკის“ გამოსვლამდე, მომხმარებლისთვის სპეციალური შეთავაზება გვაქვს – ყველა, ვინც წინასწარ გაივლის რეგისტრაციას, რეალიზაციის დაწყებისთანავე, ბეჭედზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებს“, – ამბობს დავით კვიციანი.

მისივე თქმით, სამომავლოდ, რაც შეიძლება მეტი ბარათისა და ბილეთის „კნიკის“ ბეჭედში გაერთიანებას აპირებენ.

„ ასევე ვგეგმავთ ტექნოლოგიურად განვითარებას, უსაფრთოხების ახალი სტანდარტები რომ დავამატოთ და, ბეჭდის გარდა, ახლო მომავალში სხვა, ალტერნატიული ფორმების შეთავაზებას“.

 

 

ვისკი საუკუნოვანი ისტორიით! – შოტლანდიური ბრენდი Glenmorangie საქართველოში

მობილური აპლიკაცია ბავშვებში ყურის ინფექციების დიაგნოსტირებისთვის