in

კონსტრუქტორი, რომელსაც აუცილებლად ჩაეხუტები

დღეიდან,  ინოვაციური სათამაშოების ევროპული ბრენდი „კნოპ კნოპი“ საქართველოში შემოვიდა.

„კნოპ კნოპი“ ასაწყობი რბილი სათამაშოების კომპლექტია კნოპებით. პატარა გამომგონებლებს მისგან სხვადასხვა, მათთვის სასურველი, ნაცნობი თუ უცნობი ფორმების, საგნებისა და ნივთების აწყობა შეუძლიათ.

სათამაშოები უმაღლესი ხარისხის თექის მასალისგან მზადდება, ჰიპოალერგიულია და მარტივად ირეცხება. 

მშობლებისთვის დამატებით კომფორტს ქმნის ის, რომ რბილი კონსტრუქტორით თამაში უსაფრთხო, თავად კონსტრუქტორი კი ძალიან მსუბუქია. ამიტომ ბავშვისთვის საყვარელი ფერადი სათამაშოების ადგილი ყოველთვის გამოიძებნება. მისი ტარება, მგზავრობის ან სეირნობის დროს, მარტივი და მოსახერხებელია და არც ოთახში მიმოფანტულ სათამაშოებზე ფეხის დადგმის, ან მისი ნაწილების დაკარგვის საშიშროებაა.

„კნოპ კნოპის“ ნაკრებს აქტიურად იყენებენ მასწავლებლებიც. მათი თქმით:

“კნოპ კნოპი” სწავლის პროცესს ამარტივებს და ხალისიანს ხდის. დადებითად მოქმედებს შემეცნებით უნარებსა და მოტორულ განვითარებაზე, რადგან თამაშის დროს, ბავშვი ფოკუსირდება, აკვირდება დეტალებს და კრიტიკულად აზროვნებს.

„კნოპ კნოპი“ ახალგაზრდა ლატვიელმა დიზაინერმა როდიონ ზენევიჩმა შექმნა. მან თექის სათამაშო კონსტრუქტორების პროტოტიპი 2015 წელს მილანში, პრესტიჟულ გამოფენაზე Milan I Saloni WorldWide წარადგინა. ბრენდი იმ 500 იდეას შორის მოხვდა, რომლებიც გამოფენის მეოცე საიუბილეო წლისადმი მიძღვნილ წიგნში “SaloneSatellite – 20 Years of New Creativity“ შევიდა. საქართველო პირველი ქვეყანაა ამიერკავკასიაში, სადაც ბრენდის პროდუქცია გაიყიდება.

მოხარული ვარ, რომ საქართველო პირველია ამიერკავკასიის ქვეყნებიდან, რომელიც კნოპ კნოპსგაიცნობს. ვიმედოვნებ, რომ იგი ერთნაირად შთააგონებს როგორც პატარა, ასევე დიდ გამომგონებლებს და  შემოქმედებითი უნარის გამოვლენაში დაეხმარება.

მადლობას ვუხდი კნოპ კნოპისქართულ გუნდს და ველი გამოხმაურებას. როდიონ ზენევიჩიკნოპ კნოპისიდეის ავტორი.

საქართველოში „კნოპ კნოპის“ სათამაშოების ექსკლუზიური წარმომადგენელი კომპანია LLC Creative Kids-ია.

კონსტრუქტორის შეძენა კომპანიის ადგილობრივი ვებგვერდის, Facebook-ისა და Instragram-ის საშუალებით შეგიძლიათ. „საქართველოს ბანკის“ Solo მომხმარებლებისთვის, მოქმედებს სპეციალური შეთავაზება.

[R]

როგორ მუშაობს, საქართველოში, „ონლაინ“ სათამაშო ბიზნესი? [18+]

Kraken: „ამ მიდგომით, 1 კვ.მ უძრავი ქონების გაყიდვა $2.12 დაგვიჯდა…“