5
Nov
2018

ზუსტად უნდა იცოდეთ, რა დრო გჭირდებათ გამოსაძინებლად – უძილობა ორგანიზმსა და ფსიქიკას ანგრევს

5 Nov 2018

ყველა ადამიანს ინდივიდუალური ბიოლოგიური საათი აქვს. თუმცა, უმეტესობას, დაახლოებით, 96%-ს, დღე-ღამის განმავლობაში, 7-9 საათი ძილი სჭირდება. ნევროლოგი ტარა სუარტი ამბობს, რომ აუცილებელია, ზუსტად ვიცოდეთ, რა დრო გვყოფნის გამოსაძინებლად, ენერგიის აღსადგენად და გვირჩევს, რომ ეს განრიგი აუცილებლად დავიცვათ.

pasha-statiebi
pasha-statiebi

„გახსოვდეთ, დასვენების დღეებში უფრო მეტი უნდა გეძინოთ, ვიდრე ჩვეულებრივ, სამუშაო დღეებში. ასევე მნიშვნელოვანია, მოახერხოთ გამოძინება. შესაძლოა, თქვენმა ორგანიზმმა და გონებამ ერთხელ ან ორჯერ აიტანოს ადრე ადგომა და გვიან დაძინება, ან ღამის გათენება, მაგრამ როცა ეს რეგულარულ სახეს იღებს, ორგანიზმი იფიტება, სულ დაღლილი, არაპროდუქტიული და აფორიაქებული ხართ, გაწუხებთ ნერვული აშლილობა. სამწუხაროდ, მუდმივ უძილობას გაცილებით მძიმე შედეგებიც მოსდევს, ეს მეცნიერული კვლევებითაც დადასტურებულია“.

თითქოს, ინფორმაცია ყველას აქვს – თითოეულმა ჩვენგანმა იცის, რომ ჯანმრთელობისათვის ძილი აუცილებელია. თუმცა, ტარა სუარტის თქმით, ამ რჩევას, დღეს, სულ უფრო ნაკლები ადამიანი ითვალისწინებს. 

„იმის მაგივრად, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაითვალისწინოს ეს, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, გავლენიანი ადამიანები სულ უფრო მეტს საუბრობენ ძილის ნაკლებობაზე, თითქოს, კმაყოფილებიც კი არიან, რომ ძილში დროს არ „კარგავენ“. გახსოვდეთ, იმდენ ხანს უნდა გეძინოთ, რამდენიც თქვენს სხეულსა და გონებას სჭირდება. ეს აუცილებელია, რომ აქტიური, კრეატიული, პროდუქტიული და რაც მთავარია, ჯანმრთელი იყოთ“.

წყარო: Inc.com



განხილვა