in ,

Know No! იცოდე, რას ნიშნავს “არა”! – სოციალური აქცია სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ

ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული აქცია Know No ჩიკაგოში იღებს სათავეს. საზოგადოებრივი აქტივოვობა პირდაპირ ქუჩაში ეწყობა. რამდენიმე მოხალისე, ქალაქის სხვადასხვა კუთხეში იმპროვიზებული ძილის სცენას აწყობს. მათ წინ არის წარწერა “If I can’t say no. I can’t say yes”. აქციის მიზანია, კარგად გაარკვიოს ამერიკელი საზოგადოება “კი”-სა და “არა”-ს მნიშვნელობაში იმისთვის, რომ აიცილონ სექსუალური ძალადობა.

აქცია კამპუსებთან ახლოს მოეწყო, რადგან არაფხიზელი მდგომარეობის ფონზე სექსუალური ძალადობა აქ ჩვეული ამბავია. აქციის მიზანია, ახალგაზრდებმა გაიაზრონ ამ სიტყვების მნიშვნელობა და თავიანთ ახლობლებსაც გაუზიარონ. თუ ადამიანი არ არის ფხიზელი, სძინავს ან არ გამოთქვამს სურვილს სექსუალურ ურთიერთობაზე, ამ დროს კი ვიღაც ზეწოლას ახდენს, მაშინ ეს სექსუალური ძალადობაა.  

 

 

ამ სოციალური აქციის წამოწყება, სააგენტო  MARC USA-ის ორ თანამშრომელ ქალბატონს მოუვიდა აზრად, მას შემდეგ, რაც სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტს მინიმალური სასჯელი მიუსაჯეს “გაუცნობიერებელი” სექსუალური ძალადობის გამო.

ვიდეორგოლი და აქცია MARC USA-ს და Red Snake-ის ერთობლივი ნამუშევარია.

“სტარტაპ საქართველოს” 20 გამარჯვებული სტარტაპი და 100 000 ლარი თითოეულის განვითარებისთვის

ვინ უფრო კრეატიულია?! რობოტისა და ადამიანის შემოქმედებითი შერკინება