22
Feb
2019

რა კავშირია კოალასა და ტიტანიკს შორის?

22 Feb 2019

ფაუნის წარმომადგენლები ადამიანებისგან იმითაც განსხვავდებიან, რომ კამერის წინ ბუნებრივები არიან. ნატურალური ფოტოები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, მთლიანად და ბუნებრივად აღვიქვათ მათი ვიზუალი. სანამ საზოგადოება იმის გარკვევით იტანჯება, თუ როგორები არიან ადამიანები სოციალური ქსელების გარეთ, სამყაროს ამ კონკრეტულ ქმნილებებს მსგავსი პრობლემა სულაც არ აწუხებთ.

თუმცა, ცოტა ხნის წინ გავრცელებული კოალას ფოტო, თითქოს, საპირისპიროს ამტკიცებს. ფოტოგრაფ როს ლონგის მიერ გადაღებულმა კადრმა სოციალური ქსელები დაიპყრო, კოალას კი ფანები მოუმრავლა. ავსტრალიაში გადაღებული კადრი არა მხოლოდ კოალას სექსუალური პოზის გამო გახდა ცნობილი, არამედ მასზე არსებული წარწერის გამოც: “დამხატე ისე, როგორც ერთ-ერთ შენს ფრანგ გოგოს დახატავდი, ჯეკ!” ყველაფერ ამის შედეგად, აღნიშნული ფოტო საზოგადოებამ ტიტანიკის გმირთან, როუზთან დააკავშირა.

ფოტოგრაფის თქმით, კოალასთან მუშაობა მისთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოცდილება იყო, რადგანაც მას აქამდე არასდროს უნახავს ასეთი “მორჩილი” ცხოველი.

განხილვა