საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საფინანსო და საბანკო სექტორის სამეთვალყურეო საბჭოების წარმომადგენელ ქალებთან შეხვედრა გამართა და მათთან ერთად, ქალების როლის გაძლიერებაზე, მის წინ წამოწევასა და ამ მხრივ ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა თუ სამომავლო ინიციატივებზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე, რომელსაც როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ, კობა გვენეტაძემ სწორედ აღნიშნული კოდექსის შედეგებზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებისგან შეფასებებიც მოისმინა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავის დროზე ახალი კოდექსის შემოღების მიზეზი გლობალური ტენდენციები გახდა, რომლებზე დაკვირვებამაც აჩვენა, რომ ქალების სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობა ბიზნესზე პოზიტიურ გავლენას ახდენდა, მცირდებოდა რისკები და მოგების კუთხითაც მაღალი მაჩვენებელი შეინიშნებოდა. შესაბამისად, ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ამას მისი შედეგებიც ამტკიცებს.
[R]