კომპანია „აქვა გეოს“ ბრენდმა „კობი“ – მსუბუქი გაზირებითა და მინერალიზაციით, საკუთარი მინერალური წყლის უპირატესობის წარმოჩენა ვიდეორგოლების სერიების ჩაშვებით გადაწყვიტა.
კამპანიის ფარგლებში შექმნილი 4 ნამუშევრიდან, პირველის სახელწოდებაა „ცოყინი“, რაც იმ მოკლეხნიანი მდგომარეობის გამომხატველია, მაღალგაზირებული სასმელების დაგემოვნებას რომ თან ახლავს.
ჩვენი მიზანი იყო, იუმორის საშუალებით, მომხმარებლებისთვის ცხადი გაგვეხადა, რა დისკომფორტები სდევს თან სხვა ბრენდების გაზირებული წყლის სმას. მსუბუქი გაზირება და მინერალიზაცია ევროპული სტანდარტია და კამპანიით, სწორედ „კობის“ ამ უპირატესობის წარმოჩენა გვინდოდა, – ლევან შავლაყაძე, კომპანია „აქვა გეოს“ მარკეტინგის ხელმძღვანელი.
კამპანია, რომელზეც სააგენტო Common-მა იმუშავა, წლის ბოლომდე გაგრძელდება და მეოთხე ვიდეოს კონცეფცია, შესაბამისად, საახალწლო იქნება.
[R]
განხილვა