in

ნახეთ: რობოტი ძაღლი, რომელსაც ადამიანის ემოციების ამოცნობა შეუძლია

მას AI ეხმარება, გააცნობიეროს, როდის არის მისი მფლობელი მოწყენილი, ბედნიერი ან აღფრთოვანებული

ადამიანების საუკეთესო მეგობრები უკვე დიდი ხანია, მოშინაურებული ძაღლები არიან, თუმცა ხელოვნური ინტელექტი (AI) შესაძლოა, აქაც ინოვაციით შემოიჭრას და რობოტმა ძაღლმა კონკურენცია გაუწიოს ცოცხალ არსებებს. (ალბათ, ბევრ თქვენგანს გაახსენდა “ტომი და ჯერის” ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც ტომის ადგილი რობოტმა კატამ დაიკავა).

ბაზარზე არსებული სხვა რობოტი ძაღლებისგან განსხვავებით, Koda-ს ხელოვნური ინტელექტის ძაღლი მის მფლობელებთან სოციალურ ურთიერთობას ამყარებს. მას AI ეხმარება, გააცნობიეროს, როდის არის მისი მფლობელი მოწყენილი, ბედნიერი ან აღფრთოვანებული და შედეგად, შეუძლია, დროთა განმავლობაში შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ადამიანის ემოციებზე.

“ეს არის სახლის ტექნოლოგიის ფუნქციონალური ნაწარმი, ოჯახის შინაური ცხოველი და ხელოვნების ნიმუში” – ამბობს “კოდას” აღმასრულებელი დირექტორი, ემა რასელი.

გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებს ძაღლები სხვადასხვა მიზეზით უნდათ რომ ჰყავდეთ, AI ძაღლის ფუნქციებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია – მომხმარებლებს შეუძლიათ, შეიძინონ კომპანიონი, მცველი ან “მხედველი” რობოტი ძაღლი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მხოლოდ კონკრეტული მონაცემები აქვთ, არამედ ბლოკჩეინისა და დეცენტრალიზებული AI ინფრასტრუქტურის წყალობით, შესაძლებელია, ძაღლისათვის ახალი ამოცანების სწავლება და რთული პრობლემების დამუშავება.

Koda-ს რობოტი ძაღლი აღჭურვილია 3D  კამერებით, რომლებიც განლაგებულია რობოტის სხეულის წინა, უკანა და თითოეულ მხარეს. რობოტის წინა ნაწილზე 13 მეგაპიქსელიანი კამერა კი მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღებისთვისაა განკუთვნილი.

შემქნელები ეცდადნენ, ის რეალური ძაღლისთვის არა ვიზუალურად, არამედ ჩვევებითა და ქმედებით დაემსგავსებინათ. ამიტომაც, მისი თავისა და კუდის მოძრაობა, თითქმის, ცოცხალი არსებისას მოგაგონებთ.

გასპარ ნოე SAINT LAURENT-ისთვის – რეჟისორის ინტიმური წითელი 2021 წლის ზაფხულის კოლექციის წარსადგენად

„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად