in

Kodak ეროვნულ ისტორიულ ქიმიურ ღირსშესანიშნაობად აღიარეს

veon
veon

ფოტოგრაფიის პირველ დღეებს თუ გადავხედავთ, პირველი ის გაგვახსენდება, რომ კამერები წარმოუდგენლად დიდი იყო, რაც მუშაობას მეტად ართულებდა. წლების განმავლობაში ინოვაციებმა და ტექნოლოგიამ მოცულობითი მოწყობილობა ისეთ ნივთად გადააქცია, რომლის ჯიბეში ჩადებაც კი შეიძლება. აქვე უნდა ითქვას, რომ პირველი კომპანია, რომელმაც პორტატიული კამერების ეპოქა დაიწყო, იყო Kodak.

ამასთან დაკავშირებით, ამერიკის ქიმიურ საზოგადოებას (ACS) სურს, მადლობა გადაუხადოს ბრენდს გაწეული სამსახურისთვის — ადამიანებისთვის ფოტოგრაფიის განვითარების შესაძლებლობისთვის. უფრო კონკრეტულად, Kodak-ს ეროვნული ქიმიური ისტორიული ღირსშესანიშნაობის ჯილდო მიენიჭება.

ACS ამ მიღწევებს უზიარებს ორგანიზაციებს და ინდივიდებს, რომლებმაც დადებითი გავლენა იქონიეს საზოგადოებაზე, ქიმიისა და მეცნიერების მეშვეობით.

ჯილდო გადაეცემა ჯორჯ ისტმანს, ისტმან კოდაკს და ყველა სხვა მეცნიერს, რომლებმაც წარსულის გრძელი და რთული პროცესები გაიარეს, რათა ყველაფერი ეს ყველაფერი სწრაფ და მარტივ შესაძლებლობებად ექციათ. ამის ფარგლებში, კოდაკს „სამომხმარებლო ფოტოგრაფიის დაბადების ადგილი“ უწოდეს.

Kodak 1892 წელს დააარსეს ჯორჯ ისტმანმა და ჰენრი სტრონგმა. სწორედ აქედან დაიწყო ფოტოგრაფიის ლანდშაფტის რადიკალური ცვლილება. უკვე 2012-ში კი, სმარტფონების კამერების მეტად დახვეწასთან ერთად, კოდაკმა გაკოტრების შესახებ გააკეთა განცხადება.

თუმცა, რომ არა Kodak, ბევრ ჩვენგანს არ ექნებოდა სასიამოვნო მოგონებები ოჯახური შეკრებებიდან, მოგზაურობის ან ღონისძიებებიდან. მარტივად თუ ვიტყვით, შესაძლოა, ფოტოგრაფია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი არ გამხდარიყო.

TKT.GE-ისა და მასტერქარდის შეთავაზებით ნაპოლი-რეინჯერსის თამაშზე დასწრების საშუალება გეძლევათ!

საერთაშორისო საინვესტიციო ბანკმა FT Partners თიბისის ფინტექ გამოცდილებას ვრცელი ინტერვიუ მიუძღვნა