in

Kodak-მა ახალი „ბრელოკი-კამერა“ გამოუშვა და ლაბუბუს მსგავს საიდუმლო ყუთში მოათავსა

დღეს Charmera უნდა გაგაცნოთ, კოდაკის მიერ გამოშვებული კამერა, რომელიც გასაღების საკიდისხელაა და თქვენს ჯიბეშიც ატევს ნოსტალგიებს — Kodak Fling-ის, 1987 წელს გამოშვებული ე. წ. ერთჯერადი კამერის სახალისო დაბრუნებას აღნიშნავს… თუმცა ამჯერად Kodak-ის პარტნიორმა Reto-მ იგი ხელახლა წარმოგვიდგინა, როგორც დამუხტვადი, microSD-თან თავსებადი გაჯეტი, რომელიც მომენტალური ფოტოებისა და ვიდოების გადასაღებად არის გამიზნული. 

ასანთის კოლოფზე ოდნავ დიდი Charmera სულ რაღაც 30 გრამს იწონის და დაახლოებით 2.2 ინჩის დიამეტრისაა. 1.6-მეგაპიქსელიანი CMOS სენსორითა და 35 მმ-ის ეკვივალენტური f/2.4 პლასტმასის ლინზით არის აღჭურვილი, რომელიც ფოტოებს 1440×1080 გარჩევადობით გვთავაზობს, ხოლო ვიდეობისთვის წამში 30 კადრს ატევს.

მართალია, მოკრძალებული მახასიათებლებითაა წარმოდგენილი, მაგრამ საქმეც სწორედ ამაშია — კოდაკმა მას რამდენიმე სასარგებლო ფილტრი, თემატიკა და თარიღი დაამატა, რათა რაღაც სრულყოფილად არასრულყოფილი ვიზუალი შეექმნა. შედეგად, Charmera-ს ფოტოები მარცვლოვანი ზედაპირითა და ხმაურიანი ვიზუალით გამოირჩევა, რითაც სმარტფონის მაღალი გარჩევადობის ფოტოებით გადატვირთულ კონტენტში დიფერენცირებასაც ახერხებს. მომხმარებლებს უბიძგებს, თითოეულ კადრს ექსპერიმენტივით მიუდგნენ და არა, ტრადიციული ფოტოების მსგავსად. 

სურათები microSD ბარათზე ინახება, ხოლო კამერა USB-C-ის საშუალებით იმუხტება, რაც მას საკმაოდ პრაქტიკულ მოწყობილობად აქცევს, მიუხედავად სათამაშოს მსგავსი ვიზუალისა. Charmera შვიდი ფერის დიზაინით გამოვა, რომელთაგანაც თითოეულის ფასი 29.99 დოლარია, ხოლო სრული კომპლექტის 179.94 დოლარი. თუმცა ზუსტად იმ პრინციპით იყიდება, როგორც ლაბუბუ, საიდუმლო ყუთებშია მოთავსებული და სანამ არ გახსნით, ვერ გაიგებთ, რა ფერი შეიძინეთ.

 

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

ნივთების გაცვლა უკვე შესაძლებელია – გაიცანით Bartertime.ge