in

Kodak Memory – პრინტერი, რომლის მეშვეობითაც ფოტოებს პირდაპირ მობილურიდან დაბეჭდავთ

იგი წარსულის სამახსოვრო ნივთების ინტერპრეტაციას წარმოადგენს

ვის არ უყვარს ნოსტალგიური მოგონებები, რომელთა “სამუდამო” კადრებად ქცევაც კოდაკის კამერით შევძელით? ყოველ შემთხვევაში, 1990-იანი წლების ბოლოდან. ფოტოზე თითის ერთი დაწკაპუნება ძვირფასი მეხსიერების აღბეჭდვას გულისხმობს – ანუ, იმის, რაც ყველაზე ძვირფასია ადამიანებისთვის. მიმდინარე ეპოქა კი ამას უფრო ფართო მასშტაბით გვაძლევს – ნებისმიერ წამს შესაძლებელია სასურველი კადრის დაფიქსირება, თანაც მათი ამობეჭდვის გარეშე.

Kodak Memory სწორედ წარსულის სამახსოვრო ნივთების ინტერპრეტაციას წარმოადგენს. აქსესუარი საშუალებას გაძლევთ, თქვენი ფოტოები მონოქრომულად დაბეჭდოთ. როგორც კი ამ მოწყობილობას თქვენს მობილურ ტელეფონს დაუკავშირებთ და ბეჭდვის ღილაკს დააჭერთ, პრინტერიდან შავ-თეთრი ფოტო ამოიბეჭდება.

წარმოიდგინეთ, მოულოდნელად ულამაზესი კადრი იხილეთ და მყისიერად მიიღეთ ფოტოს მონოქრომული ვერსია. უბრალოდ, ატარეთ Kodak Memory მუდამ თან და დაბეჭდეთ გასაოცარი ფოტოები. აქსესუარი USB-ს მეშვეობით იმუხტება და როგორც კი თერმული ქაღალდი ამოიწურება, უბრალოდ დააჭირეთ Open ღილაკს, რათა სწრაფად განახორციელოთ ცვლილება.

საგულდაგულოდ შემუშავებული პრინტერი ხელმისაწვდომია Kodak Film Roll-ის კლასიკურ ფერებში. ასევე, იგი შავ-თეთრი ვიზუალითაც იყიდება, რათა მონოქრომულ თემას შეესაბამებოდეს. მეტი კომპაქტურობისთვის კი პრინტერს სპეციალური ჩანთაც ახლავს თან.

1000 დღეში, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატი დაიწყება – ნახეთ, „ევრო 2024“-ის ბრენდინგი

გაიცანით ნინო წიკლაური – ქალი ელექტროსისტემების პროგრამიდან, მომავალი მექანიკოსი