2023 წლის 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „შტატი 51“ და „არქიკუბი“ წარმოგიდგენთ „კოჯრის ტყის სიზმრების“ საფესტივალო სერიას, რომელიც პირველად Bioli Wellness Resort-ში ჩატარდება და წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი არტისტის მიერ შექმნილი გამოფენა-პერფორმანსი, დაუვიწყარი მუსიკა და რეალობად ქცეული სიზმრები კოჯრის ტყეში.
პროექტის მთავარი მიზანი მულტიკულტურის პოპულარიზაციაა, რომელიც დასავლური ღირებულებებით, სტანდარტებითა და ხარისხით, სხვადასხვა სფეროსა და მიმართულების არტისტების, მელომანებისა თუ აქტივისტების გაერთიანებას მოიაზრებს.
მულტიკულტურული პლატფორმის იდეა სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება და აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას: ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიისა და კლიმატის ცვლილებების შესახებ, როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევა დღევანდელ საზოგადოებაში. ამის გათვალისწინებით, ფესტივალის ორგანიზატორების მხარდაჭერით, ღონისძიების ფარგლებში სიმბოლურად დაირგვება 10 ქვეყნის ნაციონალური ხე, ამავე ქვეყნების ელჩების ჩართულობით. სტუმრებს კი შესაძლებლობა ექნებათ, გაიღონ ნებაყოფლობითი დონაცია და შეუერთდნენ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ბორჯომის ტყე-პარკის გამწვანებას
ტექნოლოგიური განვითარება — ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მარსმავალის მაკეტი და საინფორმაციო პავილიონი. აქვე მოეწყობა ვირტუალური რეალობის კუთხე, სადაც VR სათვალის დახმარებით სტუმრები იმოგზაურებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში, სხვადასხვა დროში. VR პერფორმანსის ფარგლებში კოსმოსში მოგზაურობის შესაძლებლობაც კი თვალხილული იქნება
გამოფენა-პერფორმანსები — ფესტივალის ტერიტორიაზე სხვადასხვა ხელოვანის პერსონალური გამოფენები დაგხვდებათ, ამერიკული სპორტის გაერთიანება კი, მოაწყობს პავილიონს, რომელიც დაფარავს სპორტის ათამდე სახეობას.
ფესტივალის დასკვნითი ნაწილი შთამბეჭდავი და მრავალფეროვანია მუსიკალური თვალსაზრისით. სპეციალურად ამ დღისთვის ლეგენდარული ჯაზმენები ამერიკიდან გვესტუმრებიან.
Line Up
- მწვანე ოთახი
- ნინო ქათამაძე
- Jazz Jam — ტალ მაშიაკი, ტაისონ ჯექსონი, ხონძი, პაპუნა შარიქაძე, ლაშა დეისაძე, გიგი ცინცაძე, ლუკა თოფურია, დავით გოგისვანიძე, გიო კაპანაძე, სოსო ცაგარეიშვილი, კემო, დათო კაკულია, სანდრო ნიკოლაძე, ნინი ასილიანი, ხატია ქორიძე, მარიამ აბდუშელიშვილი, ნასი ჭავჭავაძე
- Killages
- Mancho
- Lasha Gurul
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
[პარტნიორის კონტენტი]