უკვე რამდენიმე წელია, ქართველი კომპოზიტორი და საუნდ არტისტი, კოკა ნიკოლაძე მუსიკალური ექსპერიმენტების მრავალფეროვნებაშია გადაშვებული. მისი უნიკალური ინსტრუმენტები კი არაერთხელ მოქცეულა მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში — მათ შორის იყო Pocket Beatbox Reservation-ის ინსტრუმენტის მსოფლიო მასშტაბით გაყიდვები. ასევე, ედვარდ მუნკის მუზეუმის გახსნის ცერემეონიაზე სწორედ კოკამ შეასრულა საკუთარი კომპოზიცია, თავისივე შექმნილ ინსტრუმენტებსა და სხვადასხვა სინთეზატორზე.
ახლა „მუმლი მუხასაო“, რომელიც პირდაპირ „შიშველ“ პროცესს გვიჩვენებს, თუ როგორ სრულდება მელოდია კოკას მიერ შექმნილ ინსტრუმენტზე, დოლბი ატმოსის კინოთეატრებში იქნება წარმოდგენილი. თანაც ამჟამად მუსიკალური ინსტრუმენტი Trinnov-ის აუდიო ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. როგორც თავად წერს, „ის აუდიო ტექნოლოგიის „როლს როისია“ და ამიერიდან ქართული სიმღერით მოახდენს შთაბეჭდილებას“.