in

კოკა რამიშვილის სოლო გამოფენა „ილუსტრაციები წიგნიდან, რომელიც იწვის“ 6 მაისს გაიხსნება


კოკა რამიშვილის სოლო გამოფენა, სახელწოდებით „ილუსტრაციები წიგნიდან, რომელიც იწვის“, 6 მაისს გაიხსნება. ექსპოზიცია ვიდეოს, ქანდაკებას, ფერწერასა და აკვარელით შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს. 

გამოფენა ბინარული სისტემის მიხედვით არის აგებული. ერთი ჯგუფი ორ ნამუშევარს მოიცავს — ქანდაკებას სერიიდან „EDNICMPSSR“ (1989 წ.), სადაც სიბრტყე ტრანსფორმირებულია ტეხილ სპირალში, შემდეგი ნამუშევარი კი ვიდეო „მკითხველია“ (2017 წ.), რომელიც წიგნის წვისა და კითხვის თანადროულ პროცესს ასახავს.

ხოლო მეორე ჯგუფში სრულიად საპირისპირო, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აკვარელით შესრულებული ნამუშევრების სერია, სახელწოდებით „Stay in the Light“, არის წარმოდგენილი. აქვე დაზგური ფერწერის ორ ნიმუშს, „პირამიდები“ და „ცისფერი ცეცხლი“, შეხვდებით. ისინი ფორმითა და შინაარსით წარმოდგენილ ქანდაკებასა და ვიდეოს ეხმიანება, ხოლო ფერადოვნებითა და სიმსუბუქით აკვარელებს. ნამუშევრების ამგვარი კავშირით, გამოფენა ურთიერთსაპირისპირო ფენომენების თანაარსებობის ერთიან, მყარ, მაგრამ დინამიურ სტრუქტურად იქცევა.

გამოფენაზე, „ილუსტრაციები წიგნიდან, რომელიც იწვის“, სტუმრობას 6 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით თბილისის თანამედროვე გალერეაში, Window Project-ში, შეძლებთ.

 

 


ASUS „სხვა დონეზე“ გადადის

Print კატეგორიის ნამუშევრები! – Young Lions Georgia 2022